სიახლები
30-11--0001 კვლავ ალუმინის შესახებ კვლავ სამზარეულოშითითქმის ყველა სამზარეულოში შეგიძლიათ ფოლგის რულონი ნახოთ, რომელსაც დიასახლისები ხშირად მოიხმარენ კერძის მომზადებისას, ცხობისას, საკვების შენახვისთვის თუ უბრალოდ მაკრატლების გასალესად. როგორც ამტკიცებენ, ფოლგაში მომზადებული კერძი გაცილებით წვნიანია და პროდუქტებიც ინარჩუნებენ სასრგებლო თვისებებს. თავად ფოლგა მეტალის თხელი ფურცელია, რომელიც 92-დან 99%-მდე სუფთა ალუმინს შეიცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტებში ალუმინი ნივთიერებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიცც არ არის კანცეროგენული, როგორც ვერცხლისწყალი, კადმიუმი და ტყვია. თუმცა, ალუმინს შეუძლია ორგანიზმში დაგროვდეს და რიგი დაავადებები გამოიწვიოს. უსაფრთხოა თუ არა ალუმინი?-ამის თაობაზე დავა ათწლეულებია მიდის, თუმცა ბოლოდროინდელი აღმოჩენები მეცნიერებს შეშფოთებისა და განგაშის ატეხის საფუძველს ნამდვილად აძლევს. აღმოჩნდა, რომ ალუმინის უმნიშვნელო რაოდენობასაც კი შეუძლია დაძლიოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და ტვინის ქსოვილებში, ძვლებში და შინაგან ორგანოებში დაგროვდეს, რაც მრავალის უსიამოვნების მიზეზი ხდება. ყველაზე ხშირად მისი მიზეზით ონკოლოგიური დაავადებები ვითარდება.მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების უმეტესობას სწორედ ამ მეტალის დანალექი აღმოაჩნდათ მკერდის ჯირკვლებთან ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში. დადგენილია, რომ ალუმინი უარყოფითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ნერვულ სისტემაზე. ზოგიერთ კვლევაში ალუმინს ტვინის დაზიანების მაპროვოცირებლადაც მოიაზრებენ, რის შედეგადაც ალცჰაიმერის დაავადება ვითარდება. ალცჰაიმერით დაავადებულებს თმაში ალუმინის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ. ოდესღაც ალუმინის ჭურჭელი ფართოდ იწარმოებოდა, რადგან სამრეწველო თვალსაზრისით მისი თვითღირებულება მაღალი არ იყო. მას შემდეგ, რაც ალუმინის მავნე თვისებები აღმოაჩინეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ალუმინის ჭურჭლის გამოყენება აკრძალეს, მაგრამ რუსეთში და ესენგეს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში დღემდე არსებობენ სამრეწველო დაწესებულებები, რომლებიც ალუმინის ჭურჭელს კვლავინდებურად აწარმოებენ. სპეციალისტები, რომლებიც ჭურჭლის ხარისხსა და სერთიფიცირებაზე არიან პასუხისმგებლები, გვირჩევენ, რომ ალუმინის ქვაბი მხოლოდ წყლის ასადუღებლად გამოვიყენოთ. სხვა ნივთიერებები და პროდუქტები დუღილის დროს ალუმინთან რეაქციაში შედიან. თუნდაც იგივე რუსეთში- კანონმდებლობითაა აკრძალული საბავშვო დაწესებულებებში საჭმლის მომზადება ალუმინის ქვაბებში. მწარმოებლები ნაწილობრივ ამცირებენ ამ ჭურჭლის მავნე ზეგავლენას ჭურჭლის ზედაპირის დამუშავების გზით. ალუმინს ისე ამუშავებენ, რომ საჭმელი მასთან შეხებისას რეაქციაში არ შევიდეს. ფოლგას რაც შეეხება, აქ სულ სხვა პრობლემას ვაწყდებით. ფოლგა ერთჯერადი გამოყენებისაა, ამიტომ გამოყენების წინ მასზე ინერტულ ფენას ვერ შევქმნით. ფოლგაში მომზადებული საკვები შესაძლოა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ დღიურ დოზაზე 6-ჯერ მეტ ალუმინს შეიცავდეს. განსაკუთრებით საშიშია ფოლგა, თუ ის ცხელდება და საკვებს ეხება. ცხობის დროს ფოლგის მაგივრად საცხობი ქაღალდი გამოიყენეთ. თუ ფოლგას მაინც ვერ ელევით, მასში საკვების მომზადებამდე პროდუქტი ჯერ საცხობ ქაღალდში შეახვით და მხოლოდ მერე გამოიყენეთ ფოლგა. არ გამოიყენოთ და არ შეიძინოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ალუმინის ჭურჭელშია მოთავსებული-კონსერვები, ტომატები ან რძის პროდუქტები, რომელთა პაკეტის შიდა ფენა ალუმინის ფოლგითაა დაფარული. არ გამოიყენოთ ალუმინისგან დამზადებული ქავბები ან ტაფები კერძის მოსამზადებლად. არ გამოიყენოთ ალუმინის ფოლგა კერძის მოსამზადებლად ან უკვე მზა კერძის თუ სხვა პროდუქტების შესანახად.
ნანახია 438-ჯერ