სიახლები

30-11--0001 საერთშორისო მოლის დღე ·

საერთშორიდო მოლის დღესთან დაკავშირებითშევიკრიბეთ კლუბის წევრები ქიმიის კლუბის წევრებმა, .ჩაატარეს გამოკითხვები სასკოლო საზოგადოებაში , თუ რა იციან ადამიანებმა მოლის შესახებ? მოსწავლეებმა გამოკითხულ ადამიანებს მიაწოდეს საინტერესო ინფორმაციები მოლთან დაკავშირებით. მოამზადეს ·პრეზენტაციებიანი კობახიძემ ლიკა მახარაშვილმა და ანი ამბარცუმიანმა კიდევ ერტხელ შეახსენესკლუბის წევრებს რომ 23 ოქტომბერი, მოლის დღეა. ეს დღე ძირითადად ქიმიკოსების საზოგადოებაშია გავრცელებული. მოლი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავთვალოთ, თუ რა რაოდენობა ესა თუ ის ნივთიერება შევიდა/წარმოიქმნა რეაქციის დროს. ესაა ფუნდამენრური ცნება, რომელსაც ქიმიკოსები იყენებენ.ქიმიკოსების პრობლემა ატომებთან და მოლეკულებთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს ნაწილაკები ძალზე მცირენი არიან, რაც მათ დათვლას შეუძლებელს ხდის. იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მცირე ზომისაა ატომი, პოპულარულ ანალოგიას შემოგთავაზებთ: დედამიწაში იმდენი ვაშლი ჩაეტევა, რამდენი ატომიც ჩაეტევა ვაშლში. როდესაც რეაქციას ვატარებთ, ჩვენ გვინდა გავიგოთ, თუ რა რაოდენობის ნივთიერებას მივიღებთ ან რა რაოდენობის რეაქტივები უნდა ავიღოთ, მაგრამ ატომების უზარმაზარი რაოდენობა თუნდაც მცირე ნიმუშში, ძალზე მოუხერხებელს ხდის ამ საქმეს. სწორედ აქ შემოდის მოლი. ის განისაზღვრება, როგორც ნივთიერების რაოდენობა, რომელიც ზუსტად 6.02214076 × 1023 ცალ ატომს, მოლეკულას ან იონს შეიცავს. ფრანგმა ქიმიკოსმა, ჟან პერინმა, გამოიჩინა ინიციატივა, რომ იტალიელი მეცნიერის, ამადეო ავოგადროს, ნამუშევარი დაფასებულიყო. ამადეომ შეამჩნია, რომ აირის მოცულობა, გაზის „ვინაობის“ მიუხედავად, მოცემულ ტემპერატურასა და წნევაზე პირდაპირპროპორციული იყო ატომების ან მოლეკულების რიცხვის. მაშ, ჩვენ 6.022 x 1023 რიცხვს ვიცნობთ, როგორც ავოგადროს რიცხვს.

ნანახია 413-ჯერ