სიახლები

30-11--0001 პოლიეთილენი ეს საშიშია თუ სასარგებლო

ფერად პარკებს, რომლებიც“ლამაზად” გამოიყურება,ჩვენყოველდღიურად ვიყენებთ განვითარებული მსოფლიო ებრძვის, რადგან პოლიეთილენი გარემოს დაბინძურებასთან ერთად, საფრთხეს სიცოცხლესაც უქმნის. პოლიეთილენის წვის დროს გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს და მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 2018 წლისთვის ევროკავშირში პოლიეთილენის პარკების გამოყენება ერთ სულ მოსახლეზე 90 ცალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2025 წლისათვის 40 ცალს. საქართველო ევროკავშირისგანაც და ამ დირექტივისგანაც შორსაა. ამ დროისთვის, ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი წელიწადში 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკური პარკები აიკძალება. ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგი ალტერნატივაა, რადგან ნარჩენების წარმოქმნას თავიდანვე გამორიცხავს. თუმცა, რამდენად მარტივად შეიცვლება მომხმარებლის ჩვევა, ჩანთებთან დაკავშირებით და როდის მოხდება პოლიეთილენის პარების სრულად ჩანაცვლება უცნობია. პოლიეთილენი ძალიან ძნელად იხრწნება (მინიმუმ 400 წელი სჭირდება), მისი დაშლის დროს გამოყოფილი ნივთიერებები იწვევს გარემოს დაბინძურებას. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ პოლიეთილენი ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტია, და ის არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ტიპის ნავთობპროდუქტების ნარჩენების პირდაპირ მოხვედრა ბუნებაში.

ნანახია 412-ჯერ