სიახლები

30-11--0001 თეთრი სიკვდილი

სპეციალისტების მტკიცებით, შაქარი, ისევე როგორც მარილი, „თეთრი სიკვდილია“. მისი ჭარბი მოხმარება არაერთი დაავადების მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა დღეში 25 გრამზე ნაკლები შაქარი უნდა მიიღოს. ეტიკეტის საშუალებით მარტივად არის შესაძლებელი იმის გარკვევა, რომელი ტკბილეული და გაზიანი სასმელი რამდენ შაქარს შეიცავს. ადამიანების ყოველდღიურ რაციონში უხვად არის ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც შაქარს მალულად შეიცავს. მსგავსი პროდუქტებია: სოსისი; ძეხვი; გაყინული კოტლეტი; სხვდასხვა ტიპის სოუსები (ბარბექიუ,ფრაგნული,სალათების სოუსები,კეტჩუპი და ა.შ); დაკონსერვებული ხილი; ჩირი; კრეკერები; იოგურტი; უცხიმო პროდუქტები ( ყველაფერი,რასაც fat-free ან low-fat აწერია, ცხიმის გარეშე საკვები გემრიელი აღარაა, ამიტომ კომპანიები ცხიმს შაქრით ანაცვლებენ). ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის განცხადებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის და ავადობის შემცირება ორი ფაქტორის - ფიზიკური აქტივობის გაზრდითა და ჯანსაღი კვების გაუმჯობესებითაა შესაძლებელი. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, სიკვდილიანობის ტვირთი ძირითადად არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. არაგადამბედი დაავადებების დიაგნოზით ყოველწლიურად 38 მილიონი ადამიანი იღუპება. მათში იგუსლიხმება: ჰიპერტენზია, კიბო, დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, სიმსუქნე, არაჯანსაღი კვების წესი, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ასევე შაქრისა და მარილის ჭარბი დოზით გამოყენება. იმისათვის, რომ ორგანიზმი იყოს ჯანსაღი, სპეცილისტები მოსახლეობას ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და აქტიურ ვარჯიშს ურჩევენ. „მაგალითად, თუკი თქვენ გვიან ღამით იძინებთ, მაშინ საკვების მიღება 6 საათის შემდეგაც დასაშვებია. ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის. არ შეიძლება 18 საათიანი უზმო ინტერვალები და წყლის ჩანაცვლება სხვა სასმელით შეუძლებელია. გაითვალისწინეთ, რომ საუზმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ასევე აქტიურად გამოიყენეთ მწვანილი. მწვანილი ძალიან კარგია კერძში, თუმცა მისი ცოცხლად მირთმევა კიდევ უფრო უკეთესი. სხვადასხვა მწვანილი სხვადასხვა სახის ვიტამინს შეიცავს, გარდა ამისა, ეს უგემრიელესი, არომატული მცენარე შეიცავს ფერმენტებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს. საუკეთესო გადაწყვეტილებაა მწვანილის ბლენდერში გატარება, მაგრამ, რადგან ამ სახით მწვანილი უგემურია, დაამატეთ ხილი, ხოლო ადვილად გასატარებელი რომ იყოს დაამატეთ წყალი. გამოვა სასარგებლო და საოცარი გემოს კოქტეილი. მოკლედ ეს ის პროდუქტია, რაზეც უარი არ უნდა თქვათ. მიირთვით ცოცხლად ან კოექტეილის სახით და ჩათვალეთ რომ ამით საუკეთესოს აძლევთ თქვენს ორგანიზმს!“,- განაცხადა ჯანსაღი ცხოვრების წესის ექსპერტმა ანი ნიორაძემ. საზოგადოებაში ჯანსაღი კვების წესის დასამკვიდრებლად და ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორგანიზაცია „არტინფო საქართველოსთან“ ერთად სპეციალურ კამპანიას ატარებს. ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, ყურადღებით გაეცნონ მავნე და არაჯანსაღი საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაციას და შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად შეძლებისდაგვარად გაითვალისწინონ.

ნანახია 698-ჯერ