სიახლები

30-11--0001 მდგრადი განვითარების მიზნები

2015 წლის 25 სექტემბერს მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები შეიკრიბნენ მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ იორკში (აშშ) და შეთანხმდნენ მსოფლიოს განვითარების ახალი დღის წესრიგის – მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ. განვითარების ახალი დღის წესრიგი მოიცავს 17 გლობალურ მიზანს, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტები 15 წლის მანძილზე, 2016 წლიდან 2030 წლამდე. მდგრადი განვითარების მიზნების კონცეფცია წარმოიშვა 2012 წელს, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითრების კონფერენციაზე – რიო +20. მისი მიზანია შესთავაზოს მსოფლიოს უნივერსალური დღის წესრიგი, რომელიც წონასწორობაში მოიყვანს განვითრების სამ განზომილებას – გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებს. მდგარდი განვითრების მიზნებმა ჩაანაცვლეს ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDGs) და ეყრდნოებიან მათი 15-წლიანი ციკლის (2000-2015) შედეგებს. მსოფლიოს ქვეყნების ერთობლივმა ძალისხმევამ და თანამშრომლობამ ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი გლობალური დღის წესრიგის არსებობა ისეთ გამოწვევებთან გამკლავებისას, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა. მსოფლიომ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია 15 წლის მანძილზე, მაგრამ განვითარების ძირითადი გამოწვევების დაძლევა კვლავაც აქტუალურია. სიღარიბის, უთანასწორობისა და ავადმყოფობისა საბოლოო დაძლევა, ისევე როგორც ეკოლოგიური უსაფრთხოების, მშვიდობიანი განვითარებისა და საყოველთაო დასაქმების მიღწევა, მოითხოვს მსოფლიოს გ ადასვლას მდგრადი განვითარების პრინციპებზე. სწორედ ესაა ახალი გლობალური მიზნების დანიშნულება.მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზანი და 169 ინდიკატორი, რომლებზეც გაეროს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. მიზანი 1: არა სიღარიბეს მიზანი 2: არა შიმშილს მიზანი 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მიზანი 4: ხარისხიანი განათლება მიზანი 5: გენდერული თანასწორობა მიზანი 6: სუფთა წყალი და ჰიგიენა მიზანი 7: ხელმისაწვდომი სუფთა ენერგია მიზანი 8: დასაქმება და ეკონომიკური ზრდა მიზანი 9: ინდუსტრია, ინოვაცია, ინფრასტრუქტურა მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება მიზანი 11: მდგრადი ქალაქები და დასახლებები მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება მიზანი 13: კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა მიზანი 14: წყალქვეშა სამყაროს შენარჩუნება მიზანი 15: სოცოცხლე ხმელეთზე მიზანი 16: მშვიდობა, სამართალი, ძლიერი ინსტიტუტები მიზანი 17: გლობალური თანამშრომლობა

ნანახია 535-ჯერ