სიახლები
08-06-2023 "ვინ უკეთ, ვინ სწრაფად"პროექტის მიზანი ბავშვების მოტივირება და მათთვის ცოდნის შეფასების საშუალების მიცემა იყო. შეფასების ჯგუფი XI კლასის მოსწავლეები: 1) ბახტურიძე ჟანა; 2) სისვაძე ლიკა; 3) ტალახაძე მარიამი; 4) ფალავანდიშვილი ნინი: 5) ღონღაძე თამარი. ერთდროულად საინტერესო და სახალისო დავალებებმა: კროსვორდებმა, სქემებმა, რეაქციის ტოლობებმა... ბავშვებს თავიანთი ცოდნის შეფასებისა და რეალიზების საშუალება მისცა. განვლილი მასალის შეჯამების ასეთი ფორმა მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ და საკუთარი იდეებიც კი გაგვიზიარეს სამომავლოდ მსგავსი პროექტების ჩატარების შესახებ.
ნანახია 595-ჯერ