სიახლები

20-05-2024 კონფერენცია ოქროს რიცხვი 2024

2024 წლის 19 მაისს აგრარულ უნივერსიტეტში, ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია "ოქროს რიცხვი-2024". სოფ. მჭადიჯვრის და სოფ. ლამოვანის საჯარო სკოლების, კლუბ „პასტერის“ მოსწავლეებმა წარადგინეს, პროექტები თემებით: 1. სოფელ მჭადიჯვრის, ლამოვანის, შუახევის სასმელი წყლის სიხისტის განსაზღვრა და გასუფთავება. პროექტზე მუშაობდნენ სოფ. მჭადიჯვრის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ პასტერის წევრები: ა. სოლოშვილი, ს. ფოთო-ლაშვილი, ქ. კენტელაძე, მ. გულიშვილი; 2. სოფელ მჭადიჯვრის, ლამოვანის, შუახევის ნიადაგში pH განსაზღვრა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს სოფლების ლამოვანის და მჭადიჯვრის კლუბ პასტერის წევრებმა: ლ. კენტელაძე, მ. მალუტაშვილი, ა. ბედოშვილი, გ. ველთაური. კონფერენციის მიზანია ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულა-რიზაცია, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ამ დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე- ახალგაზრდობის გამოვლენა, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობა სამეცნიერო- კვლევით პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციის ხელშეწყობა. კონფერენციამ საშუალება მოგცა გაგვეტარებინა ნაყოფიერი და საინტერესო დღე თანატოლებთან და კოლეგებთან ერთად, გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება და გავეცანით სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კვლევით პროექტებს.

ნანახია 199-ჯერ