სიახლები

08-05-2023 კონფერენცია

2023 წლის 7 მაისს აგრარულ უნივერსიტეტში, ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენცია "ოქროს რიცხვი-2023". სოფ. მჭადიჯვრის და სოფ. ლამოვანის საჯარო სკოლების, კლუბ „პასტერის“ მოსწავლეებმა წარადგინეს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ, გრანტის ფარგლებში (SCR-22-216) დაფინანსებული პროექტი: „დაამზადე და შეამოწმე შამპუნი“. კონფერენციის მიზანია ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულა-რიზაცია, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ამ დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე- ახალგაზრდობის გამოვლენა, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობა სამეცნიერო- კვლევით პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციის ხელშეწყობა. კონფერენციამ საშუალება მოგცა გაგვეტარებინა ნაყოფიერი და საინტერესო დღე თანატოლებთან და კოლეგებთან ერთად, გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება და გავეცანით სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კვლევით პროექტებს.

ნანახია 619-ჯერ