სიახლები

20-04-2019 კატასტროფების შემცირების სწავლების ტრენინგები ქედის სკოლებში

2019 წლის 30-31 მარტსა და 6-7 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლმა) ქედის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაში (დანდალო, ძენწმანი, ოქტომბერი და უჩხითი) დაგეგმა ტრენინგ-კურსი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები გაეცვნენ მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები იმუშავებენ თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადებენ სკოლებს "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად. ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: მზია სალაძე (ოქტომბრის საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი (დანდალოს საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (ძენწმანის საბაზო სკოლა), ნანა ვარდმანიძე (უჩხითის საჯარო სკოლა). 6 აპრილს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: ფრიდონ ფარსენაძე და გიორგი რუსიეშვილი. ისინი აკვირდებოდნენ პედაგოგთა სწავლების პროცესს, გაესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მისცეს საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრენინგების ერთობლივ მონიტორინგში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობა ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობაში კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას. https://www.youtube.com/watch?v=PZveVoSrvWQ 2019 წლის 30-31 მარტსა და 6-7 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლმა) ქედის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაში (დანდალო, ძენწმანი, ოქტომბერი და უჩხითი) დაგეგმა ტრენინგ-კურსი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები გაეცვნენ მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები იმუშავებენ თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადებენ სკოლებს "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად. ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: მზია სალაძე (ოქტომბრის საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი (დანდალოს საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (ძენწმანის საბაზო სკოლა), ნანა ვარდმანიძე (უჩხითის საჯარო სკოლა). 6 აპრილს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: ფრიდონ ფარსენაძე და გიორგი რუსიეშვილი. ისინი აკვირდებოდნენ პედაგოგთა სწავლების პროცესს, გაესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მისცეს საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრენინგების ერთობლივ მონიტორინგში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობა ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობაში კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას. https://www.youtube.com/watch?v=PZveVoSrvWQ 2019 წლის 30-31 მარტსა და 6-7 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლმა) ქედის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაში (დანდალო, ძენწმანი, ოქტომბერი და უჩხითი) დაგეგმა ტრენინგ-კურსი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები გაეცვნენ მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები იმუშავებენ თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადებენ სკოლებს "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად. ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: მზია სალაძე (ოქტომბრის საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი (დანდალოს საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (ძენწმანის საბაზო სკოლა), ნანა ვარდმანიძე (უჩხითის საჯარო სკოლა). 6 აპრილს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: ფრიდონ ფარსენაძე და გიორგი რუსიეშვილი. ისინი აკვირდებოდნენ პედაგოგთა სწავლების პროცესს, გაესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მისცეს საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით.

ტრენინგების ერთობლივ მონიტორინგში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობა ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობაში კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას.

https://www.youtube.com/watch?v=PZveVoSrvWQ

ნანახია 2858-ჯერ