სიახლები

02-03-2023 ლექცია "ყველაფერი შაქრის შესახებ"

სსიპ ქ.თბილისის 210-ე საჯარო სკოლა კლუბ ნობელი-ს წევრები (არასრული შემადგენლობა) კლუბის ხელმძღვანელის-თამუნა დარჯანიას ინიციატივით, დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის,ქალბატონ ქეთევან კუპატაძის მიერ მოსწავლეებისთვის გამართულ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას,თემაზე:#ყველაფერი #შაქრის #შესახებ ????️სამეცნიერო ლექციაზე მოსწავლეები გაეცნენ შაქარს, მის თვისებებს და შაქრის რაციონალურ გამოყენებას. ????️სამეცნიერო ლექციაზე ქალბატონმა ქეთევანმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ⏺️რას ფიქრობდა შაქარზე ავიცენა? ⏺️ როდის მიირთმევდნენ ევროპის მეფენი შაქარს? ⏺️ როგორ გავრცელდა შაქარი? ⏺️ვინ იყვნენ შაქრის ზომბები? ⏺️ რას წარმოადგენს შაქარი ქიმიური თვალსაზრისით, როგორი თვისებები აქვს? ⏺️რა ემართება ჩვენს ორგანიზმში? ⏺️ როგორ ამოვიცნოთ დაფარული შაქარი პროდუქტების ეტიკეტებში? ⏺️ რა საერთო აქვს და რით განსხვავდება შაქარი და თაფლი? ⏺️რომელია ყველაზე უსაფრთხო ტკბილეული? ⏺️რა საერთო აქვს შაქარს მარილთან და რას ნიშნავს „მარილის გემო“? ????????მადლობა ჩემი კლუბის წევრებს თემით დაინტერესებისათვის. მიყვარხართ ❤️❤️❤️

ნანახია 619-ჯერ