სიახლები

30-11--0001 #SRNSFG #LEO #IntelISEF

2019 წლის Intel-ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო - საინჟინრო კონკურსი ამერიკის შეერთებული შტატების არიზონას შტატის ქალაქ ფინიქსში მიმდინარეობს. მასში 80 ქვეყნის 2500 წარმომადგენელი მონაწილეობს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსზე საქართველოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის გამარჯვებული 3 გუნდის 9 წარმომადგენელი წარადგენს: • დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე, მარინა გუჯაბიძე; პროექტი: „Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა“; სერვანტესის სახელობის გიმნაზია „AIA-GESS” • მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე, ანა კალანდარიშვილი; პროექტი: „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“; ქ. სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია • ერეკლე თაბაგარი, ნინო მაკასარაშვილი, თამარ დეკანოიძე; პროექტი: „კვების პროდუქტები, მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისაკენ“. ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლა, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ფონდი წარმატებებს უსურვებს კონკურსის მონაწილეებს!

ნანახია 2679-ჯერ