სიახლები
23-04-2016 ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის “IYIPO-10“ შედეგები2016 წლის 21-23 აპრილს, თბილისი მოლში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა IYIPO-ს საერთაშორისო ტური გაიმართა, რომელიც წელს მეათედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 150-ზე მეტმა პროექტმა მიიღო.
კონკურსში 45 ქვეყნის 200-მდე ნორჩი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას შემდეგ დისციპლინებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია.
IYIPO-ს ფინალურ ტურში ქიმიის დისციპლინაში გაიმარჯვა და მეორე ადგილი დაიკავა პროექტმა „მეორადი ზეთების უტილიზაცია და მათი ბიოდიზელად გარდაქმნა“-სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის # 2 საჯარო სკოლა, თამარ კუპატაძე ( 11 კლასი), ლევან ლობჟანიძე (11 კლასი), პედაგოგი ელისო აბრამიშვილი. გამარჯვებული პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ ვერცხლის მედლებით. გამარჯვებული პროექტი შესრულებული იყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დოქტორ თეა მათითაიშვილის ხელმძღვანელობით.
ნანახია 2742-ჯერ