სიახლები
12-05-2019 ნიადაგის მსოფლიო დღე5 დეკემბერს რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლაში ნიადაგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ “მომავლისანი“-ის წევრებმა დაგეგმეს ღონისძიება, რომელიც ორ აქტივობას ითვალისწინებდა: 1. ინფორმაციის მოძიება, თუ, როგორ მოქმედებს ნიადაგის მომატებული მჟავიანობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარებაზე; 2. ექსპერიმენტის დაგეგმვა. ლაბორატორიული გზით ნიადაგის ნიმუშებში მჟავიანობის დონის დადგენა. ისაუბრეს ნიადაგის მჟავიანობის ზრდის გამომწვევ ფაქტორებზე. ყურადღება გაამახვილეს, რომ ძლიერ მჟავა ნიადაგი ამცირებს რა მცენარისთვის აუცილებელი ელემენტის, მოლიბდენის ხსნადობას, რაც აფერხებს მცენარის ზრდა-განვითარებას, ისაუბრეს მჟავიანობის შემცირების შესაძლო გზებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე დაგეგმეს ექსპერიმენტი და გამოიკვლიეს რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთის ნიადაგის ნიმუში და ექსპერიმენტის ბოლოს გააკეთეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია.
ნანახია 1892-ჯერ