სიახლები

26-06-2019 ქართველი ქიმიკოსები

1850 წლის 11 ივლისს ქ. თბილისში დაიბადა გამოჩენილი ქართველი ქიმიკოსი, პეტრე მელიქიშვილი. მან დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია და სწავლა ოდესის უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე განაგრძო. ისწავლა უცხოეთშიც. ოდესაში დაბრუნების შემდეგ ოდესის უნივერსიტეტში აირჩიეს ჯერ აგრონომიული ქიმიის კათედრის დოცენტად, შემდეგ კი - პროფესორად. სამეცნიერო კვლევებისთვის დაიმსახურა მ. ლომონოსოვის პრემია.
1917 წელს პეტრე მელიქიშვილი დაბრუნდა საქართველოში, ხოლო 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახდა. მან გამოაქვეყნა ნაშრომები: „ჩვენი საკვების ქიმიური შედგენილობა"; „ჩვენი ღვინის ქიმიური შედგენილობა"; „ჩვენებური ყველი".
პეტრე მელიქიშვილი 1927 წელს, 77 წლის ასაკში, გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ეზოში.

ნანახია 2903-ჯერ