სიახლები
11-06-2019 თუთიათითბერი - თუთიის შენადნობი სპილენძთან,უძველესი დროიდანაა ცნობილი. ლითონური თუთია პირველად მიღებულ იქნა XVI საუკუნეში.
თუთია ეკუთვნის მიკროელემენტების ჯგუფს. ის შედის ჰორმონ ინსულინის შეშედგენილობაში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მონაწილეობს კოლაგენის ფორმირებაში,ამცირებს ალერგგიულ რეაქციებს, ხელს უწყობს სეროტონინის წარმოქმნას.
ძველ ეგვიპტეში, ჯერ კიდევ 5000წლის წინ , იყენებდნენ თუთიის შემცველ მალამოებს ჭრილობების სამკურნალოდ.
თუთიით მდიდარი პროდუქტებია: ძროხის და ინდაურის ხორცი, კვერცხის გული, მზესუმზირა, კაკალი, წიწიბურა, მუხუდო, ფორთოხალი, შვრია, რძის და ზღვის პროდუქტები.
კოფეინი და ალკოჰოლი ორგანიზმიდან თუთიის ძლიერ გამოყოფას უწყობენ ხელს.
თუთია მტვრის სახით, მისი ოქსიდი და მარილები ტოქსიკურია და მძიმე მოწამვლას იწვევენ. მისი ზოგიერთი ნაერთი კანცეროგენია. თუთიით მოწამვლის ძირითადი სიმპტომებია: მოტკბო გემო პირის ღრუში, მაღალი სიცხე, ოფლიანობა, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება,სისხლიანი პირღებინება, წყურვილის შეგრძნება. თუთიით მოწამვლა იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, კუჭის წყლულს, თირკმელების უკმარისობას.
ნანახია 2881-ჯერ