სიახლები

09-06-2019 „კეთროვანთა ოქრო"

მისი სახელი ლათინურიდან თარგმნისას ნათელს, თეთრს ნიშნავს.
ვერცხლი უძველესი ცივილიზაციიდანაა ცნობილი. რას აღარ უწოდებდნენ მას: „მთვარეს", „ტრაბახას", „ღამეს", „დედას" და ა. შ. ვერცხლი კეთილშობილ მეტალებს განეკუთვნება და ჯერ კიდევ ჩვ. წ.-მდე მე-4-ე საუკუნეში იყო ცნობილი. გავრცელებულია როგორც თვითნაბადი, ისე ნაერთების სახით. ბუნებაში ვერცხლის 50-ზე მეტი მინერალია ცნობილი. ის მოიპოვება ზღვის წყალშიც. ყველაზე დიდი თვითნაბადი ვერცხლი ნაპოვნია კანადაში. ის მართლაც უზარმაზარი იყო - 30 მ სიგრძის, ამიტომ მას „ვერცხლის ქვაფენილი" უწოდეს. მისგან 20 ტ სუფთა ვერცხლი გამოადნეს.ვერცხლის იონები ძლიერი ბაქტერიციდული თვისებებით ხასიათდება. ამის გამო ვერცხლის ჭურჭელში შენახული წყალი სტერილდება და დიდხანს არ ფუჭდება.
ვერცხლს ბევრი კეთილშობილი თვისება აქვს , რის გამოც მრავალი მიმართულებით გამოიყენება (საიუველირო საქმე, ელექტროდანადგარებში, შენადნობების, მონეტების და ა. შ. დასამზადებლად).
ვერცხლი ულტრამიკროელემენტების ჯგუფშია გაერთიანებული ცოცხალ ორგანიზმებში ძალიან მცირე შემცველობის გამო (0,000001%-ზე ნაკლები).
ალერგენების მიმართ მგრძნობიარე ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ ვერცხლის ნაერთებით მოწამვლის საფრთხის ქვეშ. ვერცხლით მოწამვლა იწვევს: კანის ღრმა ეპიდერმისის, სანერწყვე ჯირკვლების, სისხლძარღვების კედლების დაზიანებას. ასევე არტერიულ ჰიპოტონიას, კუჭის ტკივილს, მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის გართულებას.

ნანახია 2575-ჯერ