სიახლები

29-05-2019 ზოგიერთი აირადი ნივთიერება

კლუბ „მერვეს" მორიგი შეხვედრის თემა იყო სამი აირადი ნივთიერების (ჟანგბადი, წყალბადი, ნახშირორჟანგი) გავრცელების, თვისებების, მნიშვნელობის შესახებ და მიღების ხერხებზე მსჯელობა, ასევე ცდების ჩატარება.
აღნიშნული აირები ერთმანეთთან სიცოცხლის ხაზით არიან დაკავშირებული: ჟანგბადით ვსუნთქავთ ჩვენ და ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მისი საშუალებით მიმდინარეობს წვა და ჟანგვა; ნახშირორჟანგი ფოტოსინთეზისთვის აუცილებელი აირია, ფოტოსინთეზი კი ჟანგბადისა და ორგანული ნივთიერებების წარმომშობია დედამიწაზე; წყალბადი, შეიძლება ითქვას, კოსმოსური ელემენტია,ის მზის მასის 50%-ს შეადგენს და მის მიერ გამოსხივებული სითბოსა და სინათლის წყაროა.

ნანახია 2628-ჯერ