სიახლები

12-02-2023 კლუბ მერვეს ახალი წევრების ფერადი რეაქციები

2 თებერვალს კლუბ მერვეს ახალმა წევრებმა პირველი ექსპერიმენტები განახორციელეს.ეს იყო მიმოცვლის რეაქციები, რომელთა პროდუქტები ფერადი ნალექებია:
1. კალიუმის იოდიდისა და ტყვიის ნიტრატის ხსნარებს შორის;
2.სპილენძ (II)-ის სულფატის და ნატრიუმის ტუტის ხსნარებს შორის;
3. რკინა (III)-ის ქლორიდისა და ნატრიუმის ტუტის ხსნარებს შორის.
მოსწავლეებმა შეადგინეს შესაბამისი რეაქციების გამოსახულებები.

ნანახია 713-ჯერ