სიახლები

29-11-2019 ნარევის კომპონენტებად დაყოფა

სსიპ ქალაქ ქუთაისის #15 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის - "კრიპტონი" წევრებმა ჩაატარეს
ექსპერიმენტები თემაზე, ნარევის კომპონენტებად დაყოფა.
პირველ ექსპერიმენტში მოახდინეს მარილისა და ქვიშის გამოყოფა ნარევიდან, ხსნარის გაფილტვრით
და შემდეგ ფილტრატის აორთქლებით.
მეორე ექსპერიმენტში რკინის ნაქლიბი და გოგირდის ნარევი მაგნიტით დაყვეს შემადგენელ
კომპონენტებად.
მესამე ექსპერიმენტში წყლისა და ზეთის ნარევიდან კომპონენტები გამყოფი ძაბრით გამოაცალკევეს.

ნანახია 2266-ჯერ