სიახლები

28-05-2019 მეტალთა აქტივობის მწკრივის მნიშვნელობა

კლუბის წევრებმა ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტები: წყალში გახსნეს შაბიამანი, ჩააგდეს მასში რკინის მავრთული. ხსნარი დააყოვნეს, ცოტა ხნის შემდეგ რკინის მავთული ამოიღეს და შენიშნეს, რომ იგი დაფარული იყო სპილენძით. CuSO4 + Fe = FeSO4 + Cu.
შემდეგ აიღეს ორ სინჯარა, ერთში მოათავსეს კონცენტრირებული, ხოლო მეორეში განზავებული აზოტმჟავას ხსნარები. განზავებული აზოტმჟავას ხსნარეში მოათავსეს რკინის მავრთული, ხოლო კონცენტრირებულ აზოტმჟავას ხსნარში სპილენძის მავრთული. განზავებულ აზოტმჟავაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ე.ი რეაქცია არ წარიმართა, ხოლო კონცენტრირებულში კი ხსნარი შეიფერა მოცისფეროდ(CuSO4) და გამოიყო მურა ფერის აირი(NO2), CU + HNO3 =Cu(NO3)2 + NO2 + H2O. გამოიტანეს დასკვნა: ყოველი მარცხნივ მდგომი მეტალი აძევებს მის მარცხნივ მდგომ მეტალს მარილთა ხსნარებიდან, ასევე წყალბადამდე მდგომი მეტალები აძევებენ წყალბადს მჟავათა ხსნარებიდან, გამონაკლისია აზოტმჟავა.აზოტმჟავადან ვერცერთი მეტალი ვერ აძევებს წყალბადს.

ნანახია 2529-ჯერ