სიახლები

18-04-2019 კლუბის მეორე შეხვედრა

2019 წლის 18 აპრილს გაიმართა კლუბის მეორე შეხვედრა.
დღეს გამოვიკვლევთ სხვადასხვა ჯიშის ვაშლში C ვიტამინის შემცველობას.
C ვიტამინს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მისი დეფიციტი იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ვიტამინ C-ს ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ მისი მიღება უმთავრესად საკვებიდან ხდება.
ასკორბინის მჟავას მარტო ვიტამინის ფუნქცია არ აქვს, ის აგრეთვე მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი.
პროექტის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, პრაქტიკულად განსაზრვროს ვიტამინ C-ს შემცველობასხვადასხვა ჯიშის ვაშლში.
შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ბმულზე

ნანახია 2837-ჯერ