სიახლები

06-05-2019 საგრანტო კონკურსში გამარჯვება

42-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლმა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოამზადა საპროექტო წინადადება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროექტის სამეცნიერო კონსულტანტია ქიმიის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თინათინ ბუთხუზი, რომელიც ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელია. პროექტის ასისტენტია ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ანა გიორგაძე. პროექტში ჩართული იქნებიან 42-ე სკოლის მე-9-11 კლასის მოსწავლეები. წარდგენილმა პროექტმა "სპილენძის გავლენა ზოგიერთი ერთწლიანი მცენარის ზრდა განვითარებაზე" პირველ და მეორე ეტაპებზე დაიმსახურა უმაღლესი შეფასება და მიიღო დაფინანსება. პროექტის განხორციელება დაიწყება 2019 წლის სექტემბერში.

ნანახია 2425-ჯერ