სიახლები
10-11-2018 სკოლის ლაბორატორიის განახლებაშოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტის „სალენის ტიპის ნაერთები და მათი ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა“ დაფინანსებით სკოლამ ლაბორატორიისთვის შეიძინა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც მოიცავს მულტიფუნქციურ კონსოლს თავისი სენსორებით. აღნიშნული კომპლექტი მოიცავს სხვადასხვა ექსპერიმეტის ჩასატარებლად სენსორებს: pH-მეტრი, კონდუქტომეტრი, ხილული სპექტროფოტომეტრი, აირის წნევის საზომი და სხვა. ამ ხელსაწყოებით შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება, რომელიც მოიცავს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ამოცანებს, ასევე იძლევა მომავალში კლუბის მუშაობის ფარგლებში ბევრი სხვა დამატებითი პროექტის განხორციელების შესრულებას. მისი გამოყენება შეიძლება ასევე საგაკვეთილო პროცესში. ხელსაწყოები უაერთდება კომპიუტერს და სპეციალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მიღებული მონაცემების ელექტრონული დამუშავება. იგივე დაფინანსების ფარგლებში სკოლამ შეიძინა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ქიმიური რეაქტივები.
ნანახია 2822-ჯერ