სიახლები
13-10-2018 კლუბის წევრების პირველი ვიზიტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტშიაკად. ი. ვაკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგის ხელმძღვანელობით სკოლამ 2018 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“. გამარჯვებული პროექტი „სალენის ტიპის ნაერთები და მათი ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა“ ხორციელდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე. პირველ ვიზიტზე პროექტის ასისტენტმა თენგო ნოზაძემ მოსწავლეებს გააცნო ლაბორატორიაში მუშაობის წესები, შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი პრინციპები, ასევე გააცნო ექსპერიმენტის ჩატარების ტექნიკა და ლაბორატორიული რვეულის გაფორმების წესები. მოსწავლეებმა თავად სცადეს სხვადასხვა მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება. ამის შემდეგ მათ ასისტენტის დახმარებით განახორციელეს სალიცილალდაზინის სინთეზი.
ნანახია 2861-ჯერ