სიახლები

15-10-2023 ლაბორატორიის მოწყობა

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ "მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" გრანტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი პროექტის ამოცანების შესრულებას. მოსწავლეებმა სკოლაში მოაწესრიგეს სივრცე, სადაც შესრულდება სკოლაში დაგეგმილი აქტივობები. პროექტში დაგეგმილია სპილენძ(II)-ის იონების გავლენის შესწავლა წყალმცენარეების ზრდა-განვითარებაზე. ამისთვის კი მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ნივთიერებების გასუფთავება, რომელიც გამოყენებული იქნება კვლევისთვის. მოსწავლეებმა მოიძიეს მეთოდიკა და გადაკრისტალებით გაასუფთავეს შაბიამანი. მიღებული სუფთა ნივთიერებით კი მომზადდება ხსნარები შემდეგი კვლევებისთვის.

ნანახია 301-ჯერ