სიახლები
29-10-2023 ვიზიტი უნივერსიტეტშიპირველი ვიზიტი უნივერსიტეტში - სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიურად დაიწყეს "მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" გრანტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი პროექტის ამოცანების შესრულებას. პროექტში მონაწილე მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა ჯგუფები, რომლებმაც გაინაწილეს სამუშაოები. ერთ-ერთი ჯგუფის მოსწავლეები ატარებენ კვლევებს სპილენძ(II)-ის იონების განსაზღვრის ოპტიმალური, მგრძნობიარე და სპეციფიკური სპექტროფოტომეტრული მეთოდის შესარჩევად. მოსწავლეები: ილია დოკაძე, თემიკო მაჭავარიანი, ცოტნე გერგაია, ანა მაჭარაშვილი, თინათინ კიკვაძე, სესილი ხუხუა, მარიამ ჩხუტიაშვილი.
ნანახია 298-ჯერ