სიახლები

01-11-2022 IChO-2022

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს ქიმიის (IChO 2022) 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს დისტანციურად გაიმართა ჩინეთში.


ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლითა და 1 დიპლომით დაჯილდოვდა. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ქეთევან პერანიძე (ვეკუას სკოლა); ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ: არჩილ ბენაშვილი (პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა) და ლიზი დარჩია (ვეკუას სკოლა); დიპლომი გადაეცა ნიკოლას ჯორჯ მეტრეველს (ვეკუას სკოლა);
ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება. ნაკრების მენტორები არიან: ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი, სოფიკო ფაცაცია, ლაშა ხუციშვილი.

ნანახია 830-ჯერ