სიახლები

01-11-2022 IChTO-2022

2022 წლის 16-21 აგვისტოს ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ქიმიის მე-5 საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 7 ქვეყნის 8 გუნდი.
წელს ტურნირში პირველად საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა შემდეგი შემადგენლობით: ნიკა მეტრეველი, ქეთევან პერანიძე, ლიზი დარჩია (ილია ვაკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ.თბილისის #42 საჯარო სკოლა) და არჩილ ბენაშვილი (პირველი ექსპერიმენტული სკოლა). გუნდის მენტორები იყვნენ: ლაშა ხუციშვილი, თინათინ ბუთხუზი და სოფო ფაცაცია. გუნდური შედეგებით საქართველოს ნაკრებმა დაიკავა მე-5 ადგილი, ხოლო ინდივიდუალური ქულებით ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ: ქეთევან პერანიძე, ლიზი დარჩია და არჩილ ბენაშვილი.
ნაკრების ბუდაპეშტში გამგზავრება ფინანსურად უზრუნველყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მთელი გუნდისა და სკოლის სახელით. პროექტი ორგანიზებული იყო აკადემიკოს ილია ვაკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის მიერ.

ნანახია 668-ჯერ