სიახლები
12-12-2019 მცენარეების ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება გრძელდებაჰიდროპონიკაზე და ნიადაგზე დატესილ მცენარეებზე მიმდინარეობს აქტიური დაკვირვება. პროექტის ძირითადი მიზანი იყო მცენარეებზე სპილენძის და ნიტრატების გავლენის შესწავლა. ამ მიზნით მოსწავლეებმა მოამზადეს ხსნარები და ნიადაგშიც და წყალშიც შეიტანეს ჭარბი რაოდენობით სპილენძის იონების შემცველი ხსნარი და ნიტრატების შემცველი ხსნარი. შესადარებლად დატოვეს საკონტროლო მცენარეები. მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფი ყოველდღიურად აკონტროლებს წყალში ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებს როგორიც არის pH, ელექტროგამტარობა, ტემპერატურა.
ნანახია 2258-ჯერ