სიახლები

10-06-2019 თბილისის 191 საჯარო სკოლის კლუბის "კიური191" წევრების 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო შეხვედრა

კლუბის წევრებმა წინასწარ დაგეგმეს სახალისო ცდები, მოიმარაგეს საჭირო რეაქტივები, გაინაწილეს სამუშაო და 7 ივნისს პატარებისთვის ჩაატარეს სადემონსტრაციო ცდები: " ქიმიური ორთქლმავალი", "სპილოს კბილის პასტა", "ქიმიური იო-იო", "ცეცხლი რომელიც არ წვავს". კლუბის წევრებიც და პატარა სტუმრებიც ამ ღონისძიებით დარჩნენ ძალიან კმაყოფილები.

ნანახია 2530-ჯერ