სიახლები

17-05-2019 "კიური191" მორიგი საინტერესო და სახალისო შეხვედრა

კლუბის წევრებს დაურიგდათ ცდისთვის საჭირო მასალა და ცდის მსვლელობა. კლუბის წევრები დაიყვნენ სამკაციან ჯგუფებად, მათ შეძლეს თანმიმდევრულად მიყოლოდნენ ინსტუქციას და დაეწერათ ცდის შესაბამისი რეაქციის ტოლობები. მეთერთმეტე კლასელი გულიკო ფატლაძე კონსულტაციებს აძლევდა კლუბის წევრებს. კლუბის წევრები დააკვირდნენ წყალბადის ზეჟანგის კატალიზურ დაშლას, სხვადსხვა მარილის ხსნარებს შორის მიმდინარე რეაქციას, შაქრის წვას გოგირდმჟავაში. კლუბის წევრებმა დაგეგმეს შემდეგი შეხვედრა, მათ გადაწყვიტეს სადემონსტრაციო ცდების ჩატარება სკოლის უმცროსკლასელებისთვის.

ნანახია 2720-ჯერ