სიახლები
08-05-2019 თბილისის #191 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბი "კიური191" რიგით მეორე შეხვედრა2019 წლის 8 მაისს შედგა კლუბის მორიგი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე კლუბის წევრებს დაურიგდათ ფურცლები სადაც წარმოდგენილი იყო სამი ექსპერიმენტი: "ვსწავლობთ ბუშტების გაბერვას" :), "ქიმიური იო-იო", "ცხიმი, საპონი და წყალი". მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს და მოიმარაგეს საჭირო მასალა. გულდასმით გაეცნენ ინსტრუქციას და ექსპერიმენტიც წარმატებით დაასრულეს. მოსწავლეებმა გამოიყენეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო მასალა: სოდა, ღვინის ძმარი, საღებავი, ბუშტი, რძე, სარეცხი ჟელე და ლაბორატორიული ჭურჭელი. ექსპერიმენტის დასრულებისას მოსწავლეები ხსნიდნენ მომხდარი რეაქციის არსს და წერდნენ ექსპერიმენტის შესაბამის რეაქციის ტოლობებს.
ნანახია 2746-ჯერ