სიახლები
30-11--0001 ქაღალდის მეორე სიცოცხლე1. პროექტის სახელწოდება: - ქაღალდის მეორე სიცოცხლე 2. პროექტის მთავარი იდეა . სოციალურ ქსელებში შემხვდა ტყის სურათი წარწერით: „ხეები რომ wi-fi -ს გამოსცემდნენ, მათ ყოველ ნაბიჯზე დავრგავდით. ცუდია, რომ ისინი გამოყოფენ მხოლოდ ჟანგბადს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ.“ 3. პროექტის აქტუალობა: ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მიიღება ხეებიდან, ამიტომ საჭირო ხდება მათი დიდი რაოდენობით მოჭრა - ყოველდღიურად დაახლოებით 32 000 ჰექტარი ტყე იკაფება, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ორჯერ მთელი საქართველოს ტოლი ფართობის ტყეს ვკარგავთ.ერთი წიგნის დასაბეჭდად, საშუალოდ, 1-დან 3-მდე ხის მოჭრაა საჭირო, და საუბარია მხოლოდ ერთი დასახელების წიგნის ერთ ეგზემპლარზე, ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენი ხე დასჭირდება, თუნდაც, მისი რამდენიმეათასიანი ტირაჟით გასავრცელებლად. 4. პროექტის მიზნები: • ავამაღლოთ მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ,მივეხმაროთ გააცნობიერონ ოჯახის ,საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებები და მოვალეობები. პრიორიტეტები სხვა თანმიმდევრობით დაალაგონ ,მიხვდნენ და გაიაზრონ თემის აქტუალობა და ყველა ოჯახში, სკოლაში ,ბაღებში თუ დაწესებულებაში არსებობდეს ადგილი,ყუთი, სადაც მოაგროვებენ „გადამუშავებულ ხეებს „ და შემდეგ არ დაენანებათ დრო მიიტანონ მაკულატურის ჩასაბარებელ პუნკტში ,სადაც სხვათაშორის სანაცვლოდ ახალ წიგნებს მიიღებენ საჩუქრად . • დავამზადოთ იმდენი ქაღალდი რომ , უზრუნველვყოთ ჩვენი სკოლა. წლის განმავლობაში გავაკეთოთ : მინიმუმ 10 ბუკლეტი ან პატარა წიგნი , 10 პლაკატი , 1 ალბომი , 50 -50 -50 ცალი სხვადასხვა ზომის ქაღალდი ნახატებისთვის ,მისალოცი ბარათებისთვის და ა. შ. 5. მონაწილეთა ასაკი: VIII ,IX ,X,XI კლასელები 6. ვადები/ხანგრძლივობა: მთელი წელი (2018-2019 საწავლო წელი ) 7. მოსალოდნელი შედეგები/ მოსწავლე გახდება ტოლერანტული და პასუხისმგებლიანი ბუნების მიმართ .რადგან მას ეცოდინება ,რომ გადაჩეხილ ტერიტორიას სრული აღდგენითვის დაახლოებით 50 წელი სჭირდება, საბინადრო ადგილის გარეშე დარჩენილი დაღუპული ცხოველები კი ვეღარასდროს დაიბადებიან. მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და მწერები ალტერნატივის გარეშე რჩებიან და მათი სახეობები, უბრალოდ, ქრება. ყოველდღიურად ფლორისა და ფაუნის 135 სახეობა იკარგება, რაც საგანგაშო მონაცემებია. ეს ფაქტი უნდა აღელვებდეს ყველაზე ეგოისტ ადამიანსაც კი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ბალანსის დარღვევის შემდეგ კაცობრიობა ჰაერის, სუფთა წყლისა და საკვების გარეშე დარჩება და თუ პიროვნებას საკუთარი შვილების თაობაც არ აინტერესებს, მაშინ მაინც ვერ იქნება მშვიდად - რესურსები შეიძლება მის სიცოცხლეშივე გამოილიოს . პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: • დავამზადოთ იმდენი ქაღალდი რომ , უზრუნველვყოთ ჩვენი სკოლა. წლის განმავლობაში გავაკეთოთ: მინიმუმ 10 ბუკლეტი ან პატარა წიგნი , 10 პლაკატი , 1 ალბომი , 50 -50 -50 ცალი სხვადასხვა ზომის,( სხვადასხვა ფერის)ქაღალდი ნახატებისთვის ,მისალოცი ბარათებისთვის და ა. შ. • ბლოგი -„ დედამიწის მეგობრები „ • პრეზენტაციები პოვერ-პოინტში 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: • მოგროვილი მაკულატურა , ქაღალდის დასამზადებლად საჭირო ნივთები ( დიდი ჯამი 2 ცალი ,მიქსერი , წყალი , მავთულის ან რაიმე მყარი ბადე, რომელზეც მომავალი ქაღალდი დაილექება. ფიცარი 2 ცალი ,ქსოვილი რომელსაც ფიცარზე დავფენთ , პოლიეთილენის პარკი, საღებავები ფერადი ქაღალდის მისაღებად ) • ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი , პროექტორი , მარკერები , საღებავები . 9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): • მაკულატურის მოგროვება და ყველა იმ რესურსის მომზადება რაც ჭირდება ქაღალდის დამზადებას. • სამივე სართულზე დავდგავთ მწვანე ყუთს ,სადაც რეგულარულად, ყოველ დღე მოსწავლეები და მასწავლებლები ჩაყრიან უკვე გამოუსადეგარ ქაღალდს, მათთვის მეორე სიცოცხლის მისანიჭებლად . • დავამზადებთ სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ფერის ქაღალდს • შევქმნით ბლოგს სადაც რეგულარულად ავტვირთავთ ჩვენს საქმიანობას . • გავაკეთებთ პრეზენტაციებს პოვერ-პოინტში ( ქაღალდის შექმნის ისტორია, ქვიდან ფურცლამდე ,პაპირუსიდან ქაღალდამდე , ჩვენ ვაჩუქეთ ქაღალდს მეორე სიცოცხლე ....) • ვვნახავთ თემატურ ფილმს და მოვახდენთ მის განხილვას (დისკუსია ) • წავალთ სასწავლო ექსკურსიაზე ქაღალდის დასამზადებელ საწარმოში ან რომელიმე გამომცემლობაში ? 10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი გვექნება ყველა საგნობრივ ჟგუფთან ,ვისაც დასჭირდბა ჩვენი დამზადებული ქაღალდი , განსაკუთრებით ხელოვნებასთან , მოსწავლეები თავისი ხელით დამზადებულ ქაღალდზე შეასრულებენ ნახატებს ,გააკეთებენ გამოფენებს და გაყიდიან, შემოსულ თანხას გამოიყენებენ შემდეგი განვითარებისთვის ,გაფართოვებისთვის, სასწავლო ექსკურსიებისთვის .... ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: • დღეს ადამიანს ჭირდება სამყაროს ერთიანი სურათის აღქმა ,კულტურულ მემკვიდრეობასთან შეხების ,ცხოვრებისეული პროცესებში პირდაპირი მონაწილეობის განცდა . • მოზარდებს გამოუმუშავდეთ გარე სამყაროზე დაკვირვების უნარი ,რათა დაფიქრდეს მის არსზე ,იმ მიზეზებზე ,რომლებიც ამ ცვლილებებს იწვევს .გაანალიზოს პირობები ,რომლებიც განსაზღვრავს სამყაროს განვითარების ტენდენციებს . კვლ.IX მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე • აყალიბებს კვლევის მიზანს • გამოთქვამს მოსაზრებებს /ვარაუდებს; • არჩევს მონაცემების მოპოვების გზებს (მაგ:ცდით,საველე სამუშაოს ჩატარებით ,გამოკითხვით ,საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით ) • განსაზღვრავს კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას ; • არჩევს სათანადო ხელსაწყოებს /აღჭურვილობას /ინსტრუმენტებს • არჩევს მონაცემთა აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები ,გრაფიკები,სიები,ფოტოები,ჩანაწერები ) კვლ.IX მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშვალების გამოყენებით .შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე • იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს ,ცხრილებს ,გრაფიკებს ,სიებს ) მონაცემთა წარმოსადგენად ; • იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად • განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვების დროს გამოვლენილ მოულოდნელობებს ,ცდილობს მათ ახსნას . 11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამილა რეხვიაშვილი 12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamilarekhviashvili@gmail.com 13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი https://www.facebook.com/pg/sofelgurjaanissajaroskola/posts/?ref=page_internal
ნანახია 2683-ჯერ