სიახლები

05-05-2019 მოსწავლე-ახალგაზრდობის STEM ფესტივალი,ბათუმი 2019

2019 წლის 5 მაისს, ბათუმში ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის STEM ფესტივალი, რომლის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა და ინფორმატიკა) მიმართ მოსწავლეთა ინტერესის ამაღლება და მათი როლის განსაზღვრა განათლების მიღებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში.  
ფესტივალის ორგანიზატორია მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემია (SEIT Academy)და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“-ს ბათუმის ფილიალი!
ფესტივალის პარტნიორია: 
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), 
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (GRUNI), 
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბ-ლაბი და ტექნობასი. 
ფესტივალს უმასპინძლა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“-ს ბათუმის ფილიალმა.

ნანახია 2946-ჯერ