სიახლები
16-12-2019 წყლის გასუფთავება.სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა თითქოს აშკარაა. უბრალოდ მოუშვით ონკანი...მაგრამ რას იზამთ , ასეთი წყალი რომ გათავდეს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაისახეს მიზნად ნორჩმა მკვლევარებმა კლუბის მეცადინეობაზე. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი - მოახდინეს წყლის გაწმენდა და შეისწავლეს ნახშირის თვისებები. კლუბის მეცადინეობა საინტერესოდ წარიმართა. კლუბის კურატორი ქეთევან ედიბერიძე.სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა თითქოს აშკარაა . უბრალოდ უნდა მოუშვათ ონკანი . მაგრამ რას იზამდით ასეთი წყალი უცებ რომ გათავდეს ? აღნიშნული ექსპერიმენტით შევძელეით წყლის გაწმენდა ადვილი მეთოდით და შევისწავლეთ ნახშირის თვისებები. საინტერესო ფაქტები. აქტივირებულ (აქტიურ) ნახშირს ადსორბციიის არაჩვეულებრივი უნარი აქვს ძლიერ ფორიანი ზედაპირის გამო. ( ადსორბცია არის ნივთიერების თვისება შთანთქას თავისი ზედაპირით აირები ან გახსნილი ნივთიერებები) ამ ექსპერიმენტში მონაწილე ნახშირბადის ყველა ატომის ზედაპირი რომ შევკრიბოთ რამდენიმე ჩოგბურთის კორტის ფართობს მივიღებთ. ნახშირის შემცველი ფილტრები ჩვეულებრივ გამოიყენება ონკანის წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აქტივირებული ნახშირი მრავალი მიმართულებით გამოიყენება . მედიცინაში დიარეის და საკვებისმიერი მოწამვლის დროს. იგი პოულობს ბაქტერიებს და ტიოქსინებს , ქმნის მათთან კავშირებს და შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან მათთან ერთად. აქტივირებული ნახშირი კომერციული პროდუქტი გახდა მეოცე საუკუნის დასაწყისში . ნახშირის ეს თვისება გამოყენებულ იქნა აირწინაღების ფილტრებში პირველი მსოფლიო ომის დროს. ჩატარებული ექსპერიმენტით , ჩვენ გავაკეთეთ მარტივი ფილტრის მოდელი : ზედა შრე შედგება ქვიშიოსაგან,რომელიც აცილებს მექანიკურ დაბინძურებას , სანამ წყალი აქტივირებული ნახშირის ფენას მიაღწევს . შემდეგ კი ნახშირის ფენა შთანთქავს ქიმიურ და ბიოლოგიურ დაბინძუირებას. სწორედ ამ პროცესს ეწოდება ადსორბცია. ექსპერიმენტის აღწერა - წყლის გაფილტვრა 1. მოათავსეთ ძაბრი ჭიქაში . ქაღალდის პირსახოცის მეოთხედი ნაწილისაგან დამზადებული ბურთულა მოათავსეთ ძაბრის ძირში , მსუბუქად დააწექით მას და გაააბრტყელეთ, რათა დაეცოს ძაბრის ყელს.მოაბნიეთ აქტივირებული ნახშირი ერთი სუფრის კოვზი ან 6 კაფსულა. ქაღალდის ხილულ ნაწილზე. 2. ნახშირს გადააფარეთ ქაღალდის პირსახოცის ფენა,ისე რომ ქაღალდი შეეეხოს ძაბრის გვერდებს. მასზე მოაბნიეთ ქვიშა ისე, რომ დაიფაროს მთელი ზედაპირი. ქვიშას ზემოდან გადააფარეთ ქაღალდის პირსახოცის კიდევ ერთი ნაწილი. დარწმუნდით ,რომ ქაღალდის კიდეები ეხება ძაბრი ნაპირებს . ფილტრი მზადაა. 3. მეორე ჭიქაში ნახევრამდე ჩაასხით წყალი . შპრიცის საშუალებით მასში ჩაასხით 1 მლ მელანი.( მელანთან სიფრთხილეა საჭირო ტანსაცმელი ან ნივთები არ დაგვესვაროს, საჭიროა ხელთათმანებით მუშაობა) მოურიეთ კოვზით. დაუკვირდით ხსნარის ფერს. 4. მეორე ჭიქაში არსებული ხსნარის ნახევარი ჩაასხით ძაბრში ფრთხილად . დაუკვირდით რა ხდება ფილტრში. რამდენიმე წუთში შეამოწმეთ ფილტრის ქვემოთ არსებული სითხის ფერი. შეადარეთ გაფილტრული სითხე ჭიქაში დარჩენილ ხსნარს . გააკეთეთ დასკვნა რამ გამოიწვია სითხის ფერის ცვლილება.
ნანახია 2044-ჯერ