სიახლები

30-11--0001 ანაბასისი სამეცნიერო პიკნიკზე

30 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5) გაიმართა მე-10 საიუბილეო სამეცნიერო პიკნიკი . პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვის. ილიაუნის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან ღია სივრცეში საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს წარმოადგინეს.მკვლევართა კლუბი ,,ანაბასისი“სამეცნიერო პიკნიკის მონაწილე უკვე მე-7 ჯერ იყო. პოპულარულ, საუკეთესო დღესასწაულს მთელი წელი ელოდებიან ანაბასისელები და საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობს პიკნიკს. ასე იყო წლსაც . მკვლევართა კლუბთან ერთად , ვიზიტორებს უმასპინძლეს სკოლაში მოქმედმა სხვა კლუბის წევრებმაც ხელოვნების , სამოქალაქო განთლებისა და ეკოლოგთა კლუბების წევრებმა.ძირითად მიმართულებად ,, ქიმია და ხელოვნება ‘’ აირჩიეს და ქიმიური ექსპერიმენტების შემდეგ მიღებული პიგმენტებით იქვე ადგილზე ხდებოდა ნახატების შექმნა. ხელოვნების პედაგოგი ფასილიტატორობას უწევდა ვიზიტორები აქტიურად ჩაერთნენ კლუბის საქმიანობაში: ატარებდნენ ექსპერიმენტებს ხატავდნენ ექსპერიმენტების შედეგად მიღებული პიგმენტებით, ნახატები შეეძლოთ წაეღოთ როგორც დღის სამახსოვრო ნივთი. წლევანდელი პიკნიკიც იყო შთამბეჭდავი და საინტერესო. მოსწავლეებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ სხვა კლუბების მუშაობას, სამეცნიერო მიმართულებით ახალ აღმოჩენებისათვი ს მიედევნებინათ თვალყური, ეს ხელს შეუწყობს მათი მომავალი პროფესიის არჩევაში. რადგან მომავალმა თაობამ სწორად განსაზღვროს მომავალი პროფესია. მოსწავლეები პიკნიკისათვის მოამზადეს პედაგოგებმა : ქეთევან ედიბერიძემ, ნანა გიორგაძემ, თეა სამხარაძემ, თამარ მალაღურაძემ. დიდი მადლობა ილიაუნს , პიკნიკის ყველა ორგანიზატორს შეუდარებელი, შთამბეჭდავი დღესასწაულის მოწყობისათვის!

ნანახია 510-ჯერ