სიახლები

15-06-2024 ოქროს რიცხვი - 2024

2 ივნისს, ქალაქ ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკურ კონფერენცია ,,ოქროს რიცხვი - 2024“ (დასავლეთ კონფერენცია), რომელიც ჩატარდა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ჩვენი კლუბის წევრები კონფერენციაზე წარდგნენ ოთხი სტენდური მოხსენებით - ,,როგორ დავამზადოთ პლასტმასი კარტოფილისგან“, ,,როგორ დავამზადოთ ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალა“, ,,როგორ დავამზადოთ საპონი სახლის პირობებში“ და ,,ელექტროლიტების განსაზღვრა ფორთოხლის წვენსა და სპორტულ სასმელში“ . მადლობა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია - ჯიჯის, კვლევის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

ნანახია 208-ჯერ