სიახლები
01-12-2022 რუბრიკიდან ეს საინტერესოა .. ამბავი ,,ვერცხლუკა" -ზეXVII საუკუნეში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი პლატინის ძვირფასი თვისებები, ესპანეთის მეფემ გასცა ბრძანება, რომ ესპანეთის სამხრეთ ამერიკის კოლონიებში სანტა-ფესა და პაპაიანეში მოპოვებული პლატინა სადმე ისეთ ადგილებში გადაეყარათ, რომ მისი ამოღება შეუძლებელი ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ იმ დროს ვერცხლს პლატინით აყალბებდნენ. ესპანეთის ხაზინას ეშინოდა, პლატინა ოქროსათვის არ შეერიათ ან ვერცხლად არ გაესაღებინათ. ამიტომაც მეფის ბრძანების თანახმად, სამხრეთ ამერიკის კოლონიებში ოქროსთან და ვერცხლთან მოპოვებული მთელი პლატინა, სადღესასწაულო ცერემონიის დაცვით, მრავალრიცხოვან მოწმეთა თანდასწრებით უნდა გადაეყარათ მდინარეში ან ზღვაში. თავის დროზე მას ვერცხლის კნინობითი სახელი ,, ვერცხლუკა“ დაარქვეს ( პლატინა — ესპანურად „ვერცხლუკა“ - ს ნიშნავს). მოგვიანებით, უკვე ამ ლითონის ძვირფას თვისებათა დადგენის შემდეგ, 1778 წელს მეფის ბრძანება ცხადია გააუქმეს და პლატინა, ასე ვთქვათ, აღადგინეს თავის „უფლებებში“. პლატინას იყენებენ როგორც კატალიზატორს ავტომობილებში. იგი ნახშირბადის მონოოქსიდის დიოქსიდად გარდაქმნას ამარტივებს.
ნანახია 674-ჯერ