ქიმიური ექსპერიმენტები
21-05-2020 წნევათა სხვაობა შეიძლება შეიქმნას ქიმიური რეაქციის საშუალებით (სრული ექსპერიმენტი)პირველ კოლბაში ასხამენ უფერო გამჭვირვალე სითხეს, რომელშიც ამატებენ მოწითალო ფხვნილს. იწყება მურა ფერის აირის გამოყოფა, რომელიც მინის მილით გადადის მეორე კოლბაში, რომელშიც წყალია ჩასხმული. ეს კოლბა ბამბითაა თავდაცობილი.
როდესაც აირის გამოყოფა შეწყდება, წარმოიქმნება წნევათა სხვაობა პირველ და მეორე კოლბებს შორის, ამიტომ სითხე იმავე მილის საშუალებით იწყებს მოძრაობას მეორე კოლბიდან პირველი კოლბის მიმართულებით. საბოლოოდ სითხე გადადის პირველ კოლბაში, სადაც ცისფერი გამჭვირვალე ხსნარი მიიღება.
ნანახია 1625-ჯერ