ქიმიური ექსპერიმენტები
30-11--0001 ოქროს წვიმადაამზადეთ ტყვია(II)-ის ნიტრატისა და კალიუმის იოდიდის 1%-იანი ხსნარები. • სინჯარაში ერთმანეთს შეურიეთ 2-2 მლ ტყვია(II)-ის ნიტრატისა და კალიუმის იოდიდის ხსნარები. დააკვირდით ნალექის წარმოქმნას. • სინჯარის შიგთავსის ნახევარი გადაიტანეთ მეორე სინჯარაში. ორივე სინჯარას დაასხით 2-2 მლ გამოხდილი წყალი. • ერთ-ერთი სინჯარა დატოვეთ შესადარებლად, ხოლო მეორე გააცხელეთ სპირტქურის ალზე. როდესაც სინჯარაში ნალექი სრულად გაიხსნება, სინჯარა გასაცივებლად ჩადგით წყლიან ჭიქაში. • როდესაც სინჯარაში შენიშნავთ ნალექის წარმოქმნას, ამოიღეთ სინჯარა, დაიჭირეთ სინათლის ნებისმიერ წყაროსთან ახლოს. დააკვირდით, შეიმჩნევა თუ არა მბრწყინავი კრისტალების არსებობა. შეადარეთ მიღებული ნალექი შესადარებლად დატოვებულ სინჯარაში არსებულ ნალექს. გაფრთხილება: ტყვიის მარილები ტოქსიკურებია, ერიდეთ მათთან პირდაპირ კონტაქტს. გამოიყენეთ ხელთათმანები.
ნანახია 1763-ჯერ