ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 პიგმენტები ფერწერისათვის ნორჩი მკვლევარებისაგან

სასკოლო ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მივიღეთ სხვადასხვა ფერის პიგმენტები. ისინი არიან მკვეთრი ფერის , დაფარვის უნარიანები. შესრულებული ნამუშევრები ლამაზია, სწრაფად შრება . მომავალში დაგეგმილი გვაქვს გავამრავალფეროვნოთ პიგმენტთა პალიტრა. პროექტზე მუშაობის პროცესში კლუბის წევრები დავეუფლეთ კვლევის უნარ-ჩვევებს,დავამზადეთ სხვადსხვა კონცენტრაციის ხსნარები, გამოვიკვლიეთ ნალექების მიღების ტექნიკები,დაკვირვება, ანალიზი ვაწარმოეთ კათიონების, ანიონების თვისებითი რეაქციებზე , შედგენილი ფერების მიღებაზე და მიმდინარე პროცესების ქიმიაზე. ვითანამშრომლეთ ხელოვნების კლუბთან , ჩატარებული ექსპერიმენტების ,,ნარჩენებით“ შევასრულეთ ფერწერული ტილოები.ჩვენს მიერ გამოყენებული ნარჩენების მართვის მეთოდი ,,მწვანე ქიმიის“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს : უნარჩენო წარმოება, უსაფრთხო წარმოება, ნაკლები თანაპროდუქტები. პროექტი რეალისტურია საჭიროებს მცირე დანახარჯებს და ადვილად განხორციელდა სასკოლო ლაბორატორიაში.

ნანახია 362-ჯერ