ქიმიური ექსპერიმენტები
22-04-2019 ინდიკატორები2019 წლის 22 აპრილს გაიმართა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ ალანინი8-ს პირველი სამუშაო შეხვედრა სადაც კლუბის წევრებმა ექსპერიმენტის მეშვეობით იხილეს ინდიკატორების მოქმედება სხვადასხვა ნივთიერებებთან. იმისათვის რომ ამ ექსპერიმენტისთვის მიგვენიჭებინა მეტი შინაარსობრივი დატვირთვა და ეფექტურობა გადავწყვიტეთ თავდაპირველად ტუტე მეტალ ნატრიუმისა და წყლის ურთიერთქმედებით მიგვეღო ნატრიუმის ჰიდროქსიდი რომელიც შემდეგ ფენოლფტალეინის მოქმედებით აღმოვაჩინეთ მისი მკვეთრი ჟოლოსფერი შეფერილობის მიხედვით. მომდევნო ეტაპზე გადავწყვიტეთ მიღებული ტუტე გაგვენეიტრალებინა მჟავით რის გამოც ფენოლფტალეინმა დაკარგა შეფერილობა. საბოლოოდ კი მიღებული, კერძოდ ნატრიუმის ქლორიდი აღმოვაჩინეთ ვერცხლის ნიტრატის მოქმედებით რის შედეგადაც მივიღეთ თეთრი ფერის დანალექი. ასევე, კლუბის წევრებმა გამოიყენეს ბუნებრივი ინდიკატორები როგორებიცაა წითელი ჭარხლის წვენი და შავი ჩაის ნაყენი რის მეშვეობითაც აღმოაჩინეს მჟავა და ტუტე გარემო.
ნანახია 1703-ჯერ