პრეზენტაციები და პროექტები

25-11-2023:   ლაბორატორიული სამუშაოები

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო :



28-10-2023:   კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

♻️ ზუგდიდის პირველ საჯარო სჯოლაში ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბის” ორგანიზებით, კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.



02-06-2023:   ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბის" დახურვა

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბის” სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პირველ ეტაპს ლიდერის ანგარიში წარმოადგენდა. მოგვიანებით კი, კლუბის წევრებმა შთაბეჭდილებებსა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელს- ქალბატონ ხათუნა ქვარცხავას და კლუბის წევრებს, დაუღალავი შრომისთვის !



29-04-2023:   შეხვედრა ქიმიკოსებთან

,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბი” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. ამასთან დაკავშირებით თსუ-ს ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიმდინარე ხელმძღვანელი- გიორგი ჯიბუტი შემდეგ კომენტარს აკეთებს: ,, სსიპ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლის
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს,
ქალბატონ ნინო ბულიას

ქალბატონო ნინო, როგორც მოგეხსენებათ, ა.წ. 29 აპრილს თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ განახლებულ და აღჭურვილ ლაბორატორიებში გვეწვივნენ ქალაქ ზუგდიდის #1 საშუალო სკოლის მე-9 - მე-11 კლასის მოსწავლეები ქალბატონ ხათუნა ქვარცხავას ხელმძღვანელობით. შეხვედრის მასპინძლები იყვნენ პროფესორები: გიორგი ჯიბუტი (თსუ-ს ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიმდინარე ხელმძღვანელი), ანა გოლეთიანი (ამავე პროგრამის ორგანული ქიმიის ლექტორი ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი 2022 წელს) და თინათინ ბუკია  (პროგრამის ინსტრუქტორი, ლაბორატორიის მენეჯერი), ასევე ამერიკის ქიმიური საზოგადოების ქართველ სტუდენტთა წარმომადგენლობის წევრები.   სტუმრებს ესაუბრნენ ამერიკის ქიმიური საზოგადოების მიერ პროგრამის სერტიფიცირების შესახებ, რის შედეგად თსუ გახდება მე-3 უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით (აშშ-ს ფარგლებს გარეთ), რომელიც ფლობს ქიმიის პროგრამის ასეთ საერთაშორისო აღიარებას.   სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ ფორმატში, სტუდენტებმა ისაუბრეს იმ კვლევების შესახებ, რომლებშიც ჩართულები არიან როგორც თსუ-ს, ისე უცხოელი პროფესორების მენტორობით. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ზოგადი ქიმიის რამდენიმე ექსპერიმენტის განხორციელებაში. მათ გამოავლინეს ცოდნის მაღალი დონე და ინტერესი ქიმიის მიმართ, რაც  უპირველეს ყოვლისა, პედაგოგის მიერ გაწეული შრომის შედეგია.” აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი(PhD), აკადემიური დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პ.მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფ.მეცნიერ-თანამშრომელი- მარიამ ჩხაიძე. უნივერსიტეტის გუნდმა გამოთქვა მზაობა, ითანამშრომლოს სკოლის პედაგოგებთან. მადლობას ვუხდით ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” გუნდს მასპინძლობისთვის!



19-04-2023:   კონფერენცია

19 აპრილს, ეკოკომიტეტისა და ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბის” წევრებმა, ეკოსკოლების პროექტისა და ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბის” მიერ ორგანიზებული- წყლის კვირეულის შესახებ ინგლისურენოვანი მოხსენება ,,International internship university”-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე- ,,A New Vision of Europe youth” წარადგინეს. კონფერენციის ძირითადი თემა მდგრადი განვითარება გახლდათ. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.



22-03-2023:   სუფთა წყალი ჩვენი უფლებაა! 22 მარტი- წყლის საერთაშორისო დღე

მოგესალმებით! 22 მარტს, ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ქიმიკოსთა სამეფო კლუბისა და ეკო სკოლების პროექტის ერთობლივი ორგანიზებით წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებდა- პრეზენტაციებს, ქიმიურ ექსპერიმენტებს, ვიქტორინასა და დღის ენერგიული დასასრულისთვის- ფლეშმობს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი გახლავთ- ქიმიკოსთა სამეფო კლუბისა და ეკო სკოლების პროექტის კოორდინატორი, საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე და ქიმიის წამყვანი მასწავლებელი- ქალბატონი ხათუნა ქვარცხავა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ პრეზენტაციაში განთავსებულ ვიდეოში:



22-12-2022:   ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში „ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“ ფარგლებში მიმდინარე პროფ-განვითარების პრ

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში „ქიმიკოსთა სამეფო კლუბის“ ფარგლებში მიმდინარე პროფ-განვითარების პროგრამა, სადაც მონაწილე მოსწავლეები კურსის ფარგლებში ეუფლებოდნენ ექთნის საქმიანობას, დასრულდა. კურსის ფარგლებში მრავალი საინტერესო შეხვედრა განხროციელდა, სადაც განხილული თემები მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთანაც. ექთნების ხელმძღვანელი ქ-ნ ნანა გოგოხია გახლდათ. პროფორიენტაციის კურსის მიზანია საექთნო- სამედიცინო საქმიანობის პოპულარიზაცია და მოსწავლეებისთვის პირველადი, გაუდებელი- სამედიცინო დახმარების სწავლება. აღსანიშნავია, რომ მოხალისე ქიმიკოსების მუშაობის პროცესში, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის პირველდი დახმარების ცოდნა. საორენტაციო კურსის მასწავლებელი-ხათუნა ქვარცხავა.



24-02-2023:   სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ქ. ზუგდიდში ორგანიზებულ შეხვედრას ,,ქიმიკოსთა სამეფო

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ქ. ზუგდიდში ორგანიზებულ შეხვედრას ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბის” წევრებიც ესწრებოდნენ. მათ ჰქონდათ საშუალება, მიეღოთ ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, საერთაშორისო პროგრამების შესახებ და ეხილათ სანახაობრივი ქიმიური ექსპერიმენტების მიმდინარეობის პროცესი. ქიმიკოსთა სამეფო კლუბის წევრებმა, შეხვედრის ბოლოს გამართულ შემეცნებით აქტივობაში- ვიქტორინაში მაღალი ქულები დააგროვეს და სერთიფიკატებითაც დაჯილდოვდნენ.



31-01-2023:   ,,მასწავლებელი - მოსწავლეები"

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბმა” წამოიწყო თანატოლსაგანმანათლებლო პროექტი-,,მასწავლებელი- მოსწავლეები”. პროექტის მიზანია მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა ქიმიის სწავლების პროცესში და მათი აკადემიური შედეგების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ყოველთვიური მონიტორინგი, მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით შედეგების დასადგენად, წლის ბოლომდე. გამოვლინდება საუკეთესო მასწავლებელი- მოსწავლე. ხელმძვანელი:ხათუნა ქვარცხავა.



25-12-2022:   ინტელექტუალური თამაში- ,,იღბლიანი ბორბალი"

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში- ,,იღბლიანი ბორბალი", რომელიც საბუნებისმეტყველო კათედრის კვირეულის დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა. პროექტს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია სკოლის დირექციამ და ფინალისტები წიგნებით დაასაჩუქრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრმა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქიმიის მასწავლებელი -ქ-ნ ხათუნა ქვარცხავა. ღონისძიებას კომპეტენტური ჟიური აფასებდა. საინტერესოდ დაგეგმილ და მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა შორის გამარჯვება მარიამ თოდუამ მოიპოვა. მარიამს, ქიმიკოსთა კლუბის სახელით ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. მოსწავლეები მიმდინარე ღონიძიებას დადებითად აფასებენ, ,,იღბლიანი ბორბალი" მათთვის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ღონიძიებაა, რომელიც აკაკი წერეთლის სახ. N1საჯარო სკოლაში განხორციელებულა. დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ პრეზენტაციაში ჩასმული ვიდეოკოლაჟი.



15-11-2022:   ,,ქიმიის სამეფო კლუბის' მედიკოსთა ჯგუფი

ეს პრეზენტაცია გამოყენებულ იქნა ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბის' მედიკოსების ლიდერია, ნატა თორდიას მიერ, 2022 წლის 15 ნოემბერს, კლუბის საზეიმო გახსნაზე.



15-11-2022:   ,,ქიმიის სამეფო კლუბის"გახსნა

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბი” განახლდა, რომელსაც 10 წლიანი გამოცდილება უდევს საფუძვლად. კლუბი პირველად 2012 წელს შეიქმნა და ეწოდებოდა- ,,chemic club”. ამ კლუბის ინიციატივით დაიგეგმა ისეთი პროექტები, როგორიცაა: ,,ყველაზე ჭკვიანი“; ქიმიური ექსპერიმენტები; კონფერენცია და სხვა. თავად მოსწავლეების ინიციატივითა და შემოქმედობითობის დახმარებით მათ კლუბის ჰიმნიც დაწერეს. 2016 წელს განახლებულ კლუბს ეწოდა-  ,,TEEN CLUB”. სწორედ აქედან მომდინარეობს კლუბის სტრუქტურა, რომელის მოიცავს- მოხალისე ლაბორანტებს, PR ჯგუფს, პირველადი დახმარების ჯგუფს და ა.შ. რაც შეეხება უშუალოდ აქტივობებს, ორგანიზება გაუწიეს გაცვლით პროგრამას GG-ის სკოლასთან, ჩაწერეს სიუჟეტები, მოაწყვეს კონკურსი- ,,წლის საუკეთესო ქიმიკოსი“, მეცნიერულ-შემოქმედებითი პროექტი- ,,ერთი- ერთში“; წამოიწყეს- ,,მოსწავლე- მასწავლებლის“ პროექტი, რომელმაც ნამდვილად გაამართლა. მე-3 თაობა კი არის ჩვენი წინამორბედი- ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბი”, რომელმაც მიუხედავად პანდემიისა და რთული პირობებისა მოახერხა მოვალეობის პირნათლად შესრულება და სოც. მედიის დახმარებით შეძლეს მოსწავლეებისათვის გაეზიარებინათ ინფორმაციები ვიდეოკოლაჟებისა თუ რეპორტაჟების სახით. ასევე, ჩატარდა ქიმიის კვირეული, სადაც 1 კვირის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ტრენინგები, თამაშები და სხვა აქტივობები. და კლუბის მე-4 თაობას წარმოვადგენთ ჩვენ- ,,ქიმიკოსთა სამეფო კლუბი“. როგორც უკვე მიხვდით განახლებულ კლუბს ძველი სახელი შევუნარჩუნეთ, რაც შეიძლება მივიჩნიოთ ისტორიის გაგრძელების სიმბოლოდ. ჩვენი კლუბი დაკომპლექტებულია 20 მოტივირებული ახალგაზრდით, რომლებიც კლუბის სტრუქტურის გათვალისწინებით ნაწილდებიან 3 ქვეჯგუფში: მოხალისე ლაბორანტთა ჯგუფი; PR ჯგუფი; პირველადი დახმარების ჯგუფი.