პრეზენტაციები და პროექტები

02-06-2024:   როგორ გამოვიყენოთ საფუარი სწორად პურის ცხობისას.

ცომი არის დახურული სისტემა, რომელშიც საფუარი ცხოვრობს, იკვებება, მრავლდება და კვდება. საფუარი მრავლდება უჯრედების გაყოფით. ერთ უჯრედს შეუძლია 20-25-ჯერ გაყოფა, ანუ შექმნას 20-დან 25-მდე ახალი უჯრედი. ერთი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობა მერყეობს ერთი საათიდან შვიდამდე, რაც დამოკიდებულია დედა უჯრედის გარემოსა და ასაკზე. მათი გამრავლების სიჩქარე დამოკიდებულია ტემპერატურაზე და ხელმისაწვდომი საკვების (შაქრის) რაოდენობაზე. მაღალ ტემპერატურაზე იზრდება გამრავლების სიჩქარე, დაბალ ტემპერატურაზე მცირდება. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ანელებს საფუარის გამრავლების ტემპს, არის გარემოს მარილიანობა. პროექტის მიზანია საფუარის სოკოს მოქმედების ოპტიმალური პირობების შერჩევა, იმისათვის რომ გამოცხვეს ხარისხიანი პური. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იყო ტემპერატურის გავლენა საფუარის აქტივობაზე ,ასევე შესწავლილ იქნა შაქრის რაოდენობის გავლენა და მარილის მოქმედება საფუარა სოკოს გამრავლებაზე და შესაბამისად პურის ხარისხზე. საფუარას მოქმედებაზე დაკვირვება ხდებოდა ნახშირორჯანგის გამოყოფის ინტესივობის შესწავლით. ნახშირორჟანგის მოცულობა იზომებოდა წყლის გამოძევების საშუალებით.



02-06-2024:   რამდენი ცხიმია საკვებში და როგორ გამოვიყვანოთ ეფექტურად ცხიმის ლაქები ქსოვილიდან?

ცხიმი არის საკვები პროდუქტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს მათ გემოზე . მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცხიმი წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ ნივთიერებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის, ის არის ენერგიის მარაგი ჩვენს ორგანიზმში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინისა და უჯრედების განვითარებაში, დანაყრებაში, ნუტრიტების ათვისებაში, ჰორმონების გამომუშავებაში, იზოლაციის და ჩვენი ორგანოების დაცვის პროცესში.საკვებში ცხიმის რაოდენობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო : ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ხარისხის თვალსაზრისით და იურიდიული , რაც გულისხმობს კვების ჯანსაღი წესების დაცვას. ცხიმები კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, წყალში კი არა. პროექტის მიზანია სხვადასხვა ტიპის საკვებ პროდუქტებში ცხიმების აღმოჩენა და ასევე იმის გამოკვლევა თუ რომელი გამხსნელია უფრო ეფექტური, ასევე ქსოვილიდან სხვადასხვა ცხიმოვანი ლაქების გამოყვანის საუკეთესო ხერხების დადგენა. შესწავლილია სამი სხვადასხვა საკვები პროდუქტი: მიწის თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა. ცხიმების პროდუქტებიდან ექსტრაქცია მოხდა სამი სხვადასხვა გამხსნელის :აცეტონის, ბენზინისა და სპირტის საშუალებით. თითოეულ შემთხვევაში ექსტრაქცია განხორციელდა 3-3-ჯერ ექსტრაქტები დაყოვნდა ამოსაშრობად რამდენიმე დღის განმავლობაში. მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებში ცხიმების პროცენტული შემცველობა და გამოყენებული გამხსნელების ეფექტურობა. ასევე ჩატარდა ექსპერიმენტები , თუ რომელი საშუალებებით არის ეფექტური მოცემული ცხიმების ლაქების მოშორება ქსოვილიდან.



14-05-2023:   საკვების ენერგეტიკული ღირებულება

ნ.შონია, მ.გერგედავა , გ.ქამადაძე * ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი: ,,უბრალოდ ქიმიკოსები „ სსიპ ქ.აბაშის N2 საჯარო სკოლა, ubralodqimikosebi@gmail.com “კალორიების შემცველი საკვები სრულიად უსარგებლოა. ერთადერთი, რითაც მისგან შეიძლება ვიხეიროთ, ზედმეტი კილოგრამებია. ჰოდა, გამოდის, რომ არაფერში გვჭირდება”, – ასეთი მოსაზრება კიდევ უამრავია. იმისათვის , რომ კარგად გავერკვეთ ზემოთ მოცემულ გაუგებრობაში დაიგეგმა კვლევითი პროექტი , რომლის მიზანია საკვები პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების მაქსიმალურად ზუსტი განსაზღვრა, გააზრება იმისა ,თუ რა არის კალორია? რა პრინციპით მუშაობს კალორიმეტრი? რა მნიშვნელობა აქვს თბოიზოლაციას კალორიმეტრისთვის ? ექსპერიმენტისთვის შეირჩა ჩიპსის სამი ნიმუში . თითოეული ნიმუშის კვლევა მოხდა სხვდასხვა კალორიმეტრის საშუალებით. კალორიმეტრები დამზადდა თავად ექსპერიმენტაორების მიერ. ხელსაწყოების სიზუსტის შესასწავლად მოხდა დაკვირვება იმაზე, თუ რა გავლენას ახდენდა თბოიზოლაცია კალორიმეტრის მონაცემების სიზუსტეზე. ამ მიზნით განისაზღვრა ეთანოლის წვის სითბო და მიღებული მნიშვნელობა შედარებული იყო რეალურ მნიშვნელობას. დადგინდა აწყობილი კალორიმეტრების ეფექტურობა. მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, თუ რამდენი კალორიაა 100გ ჩიპსის ენერგეტიკული ღირებულება და რა შემთხვევაში არის კალორიმეტრის მონაცემები უფრო ზუსტი. მიღებული შედეგები შევადარეთ ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.



09-02-2023:   თემა ,,მეტალების " გაცნობა გრძელდება

დედამიწის ქერქის დაახლოებით  25% მეტალებისგან შედგება. ძირითადად გვხვდება  ალუმინი, რკინა, კალციუმი, ნატრიუმი, კალიუმი და მაგნიუმი.  ყველაზე გავრცელებული მეტალია ალუმინი, რომელიც იონური მინერალის, ბოქსიტების სახით არის გავრცელებული. დანარჩენი ელემენტებიც ნაერთების სახით არის წარმოდგენილი. ბევრი ნაკლებად აქტიური მეტალი თავისუფალი სახითაც გვხვდება.  ესენია ძვირფასი და ნახევრად - ძვირფასი მეტალები.



08-02-2023:   მეტალები

ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა.



30-11--0001:   ,,გოგირდი"

გოგირდი (სიმბოლო S) – პერიოდული სისტემის მეექვსე ჯგუფის ელემენტია. მისი რიგობრივი რიცხვია –16. მასური რიცხვი 32. მაშასადამე, ბირთვი შედგება 16 პროტონისა და 16 ნეიტონისაგან. ბირთვის ირგვლივ 16 ელექტრონია. გოგირდი ტიპური მეტალოიდია, მისი უარყოფითი ვალენტობა ვლინდება სულფიდებში, ნაერთებში SO2 და SO3 და მათ ნაწარმებში გოგირდის ჟანგვის რიცხვი არის +4 და +6



30-11--0001:   ,,წყალბადი"

წყალბადი არის ყველაზე მსუბუქი და ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტი, რომელიც წარმოადგენს უნივერსის მასის დაახლოებით 75%–ს. ვარსკვლავები ძირითადად შედგებიან წყალბადისაგან პლაზმურ მდგომარეობაში. ბუნებრივი ელემენტური წყალბადი დედამიწაზე შედარებით ნაკლებად გვხვდება. იგი არის ქიმიური ელემენტი ატომური ნომერთ - 1. იგი გამოისახება სიმბოლო H



30-11--0001:   ,,აზოტი"

აზოტი არამეტალია. მისი ელექტროუარყოფითობა ტოლია 3.04. იგი გარესავალენტო შრეზე შეიცავს 5 ელექტრონს და ამიტომაც უმეტეს ნაერთებში იგი სამ ვალენტიანია. აზოტის მოლეკულაში აზოტის ატომებს შორის არსებული სამმაგი ბმა მტკიცეა, რაც განაპირობებს აზოტის ინერტულობას. აზოტი განიცდის პოლიმერიზაციას და გადადის ერთმაგ ბმიან კუბურ სტრუქტურაში. ეს სტრუქტურა მსგავსია ალმასისა და ორივეს აქვს ძალიან მდგრადი კოვალენტური ბმა. N4 -ს აზოტის ალმასს უწოდებენ



03-06-2019:   ,,ქლორი"

თხევადი ქლორის სახელწოდებაა ქლორინი. თხევადი ქლორი განეკუთვნება მაღალი საშიშროების ნივთიერებას. მას გამაღიზიანებილი და მხუთავი თვისებები აქვს. არ იწვის, არის ძლიერი დამჟანგავი, ხელს უწყობს მრავალი ორგანული ნივთიერების წვას, ხანძარსაშიშია აალებად ნივთიერებებთან კონტაქტში. წყლაბადთან ერთად ქმნის ფეთქევადსაშიშ ნაერთს. ქლორით მოწამვლის სიმპტომებია - ხველა, სიმშრალე პირის ღრუში, ღებინება, ტკივილი მკერდის არეში, მწვავე ტკივილი მუცლის ზედა არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, საერთო სისუსტე და ციება. მოწამლულებს მედიკამენტოზურ მკურნალიბასთან ერთად დიდი რაოდენობის რძეს ასმევენ.



29-05-2019:   ,,სისუფთავე ჯანმრთელობის ნაცვლად"

მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სარეცხი საშუალებები.



30-11--0001:   ,,სამკურნალო მცენარეები"

სამკურნალო მცენარეები მედიცინასა და ვეტერინარიაში სამ- კურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზით გამოყენებად მცენარე- თა დიდი ჯგუფია. მათი შესწავლა და გამოყენება შორეულ წარ-სულს უკავშირდება. ამას ადასტურებს უძველესი წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი წყაროები.ჯერ კიდევ 3-4 ათასი წლის წინ ეგვიპტეში ცნობილი ყოფილა მრავალი მცენარე,რომლებიც გა- მოიყენებოდა სხვადასხვაგვარ დაავადებათა სამკურნალოდ.უძ-ველესი ისტორია აქვს ჩინეთის, ტიბეტის, ინდოეთის,საბერძნე- თის ხალხურ მედიცინაში სამკურნალო მცენარეების გამოყენე- ბას .ჰიპოკრატეს თავის ნაშრომებში 200-ზე მეტი სამკურნალო მცენარე აქვს მოხსენიებული.



30-11--0001:   ,,საწვავი"

საწვავი ეწოდება ყველა იმ ნივთიერებას, რომლის წვით ან შემადგენლობის შეცვლით შეგვიძლია მივიღოთ ენერგია. საწვავის გამოყენებით, ენერგიის მიღება შესაძლებლია ორი გზით. 1. ქიმიური საშუალებებით - წვით ან ჟანგვით. 2. ბირთვული გზებით, როგორიცაა მაგალითად ატომის დაშლა.



30-11--0001:   ,,შესაფუთი საშუალებები"

უძველესი დროიდან შეფუთვას ჰქონდა ყველაზე ელემენტარული და პირდაპირი დანიშნულება: მასუ უნდა დაეცვა პროდუქტი დაზიანებისგან, მაგრამ თანამედროვე გამძაფრებული კონკურენციის პირობებში შეფუთვა, შეიძლლება ითქვას ბრენდისათვის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად ერთ-ერთ უმთავრესი საშუალება გახდა. შეფუთვა დიდ როლს ასრულებს პროდუქტის ცნობადობაში



23-05-2019:   ,,ქიმია და კოსმეტიკა"

“მართალია, კოსმეტიკას ძველმა ეგვიპტელებმა დაუდეს საფუძველი, მაგრამ შენი მაკიაჟი მაინც სულელურად გამოიყურება" დღეს ქალების დიდი ნაწილი (და მამაკაცების მცირე ნაწილი) ატარებს მაკიაჟს ყოველდღიურად. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს: მათ უნდათ, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. პიგმენტის მცირე შეხებასა და უბრალო თვალის ჩრდილსაც კი შეუძლიათ ძალიან განსხვავებული გახადონ ადამიანი. მათ შეუძლიათ დაფარონ ხარვეზები კანზე და გააუმჯობესონ სახის ვიზუალი. მაკიაჟის წინააღმდეგ გამოსული ფემინისტების მიუხედავად, კოსმეტიკა და მაკიაჟი მილიარდიან (ან შეიძლება, ტრილიონიან) ინდუსტრიას წარმოადგენს ამერიკასა და მთელს მსოფლიოში.



30-11--0001:   ,,ღვინო და ქიმია"

ინფორმაცია სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის ჯიშებისა და ღვინის სახეობების, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის განვითარების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე; საკუთარი თვალით დანახული ამბავი ქართული ვაზისა და ღვინის შესახებ. ყურძნის წვენის დაღვინებისას მიმდინარე ქიმიური პროცესი, ენოთერაპია(ღვინით მკურნალობა).