პრეზენტაციები და პროექტები
18-11-2019: პროექტი "მოლი"
ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის "ტელუს-დედამიწის" წევრებმა (მეცხრე კლასის მოსწავლებმა) მოამზადეს პროექტი "მოლი". აღნიშნული პროექტ- გაკვეთილით მოსწავლეებს განუვითარდათ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი, მოსწავლეები შეძლებენ როგორც მარტივი, ასევე რთული ქიმიური ამოცანების ამოხსნას შესწავლილი ქიმიური ფორმულების გამოყენებით; ქიმიური რეაქციების რაოდენობრივ დახასიათებას და ჩატარებული ცდის საფუძველზე ქიმიური რეაქციის ტოლობების შედგენას და განუვითარდებათ ისეთი კომპეტენციები, როგორიცაა: პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პრეზენტაცია, რაც მათ შემდგომ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.ასევე გაიზარდა მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი სწავლის ინტერესი.