პრეზენტაციები და პროექტები

25-10-2019:   პირველადი დახმარება უბედური შემთხვევის დროს

მოსწავლეები გაეცნენ ექსპერმენტების დროს უბედური შემთხვევის შემთხვევაში, როგორ აიცილონ თავიდან უარყოფითი შედეგები.



11-10-2019:   უსაფრთხოების ტექნიკა ქიმიურ ლაბორატორიაში

მოსწავლეები გაეცნენ უსაფრთხოოების ტექნიკას ქიმიურ ლაბოტრატორიაში.



29-12-2019:   "ქიმიური შუქნიშანი"

თვისებითი რეაქციების გამოყენებით ვაჩვენეთ ფერთა ცვლილება, რისთვისაც გამოვიყენეთ: 10გ გლუკოზა, 4გ ნატრიუმის ტუტე, ინდიკატორი "ინდიგოკარმინი"



15-12-2019:   "ეგვიპტური ღამე"

მოცემული ექსპერიმენტით მოსწავლეებმა ნახეს როგორ იცვლის შეფერილობას მიღებული ხსნარი, რომლის დასამზადებლად გამოვიყენეთ: 50%-იანი წყალბადის ზეჟანგი, ვიტამინი С, იოდის ხსნარი და სახამებლის ხსნარი.



06-12-2019:   "ქიმიკოსების ნაძვის ხე"

"ქიმიკოსების ნაძვის ხის" მიზანი სკოლაში ქიმიის, როგორც საგნის პოპულარიზაციაა. მოცემულ "ნაძვის ხის" თავზე მოთავსებულია გლობუსი, რომელიც გულისხმობს, რომ ქიმია ყველგან და ყველაფერშია. თავად "ნაძვის ხე" კი წარმოადგენს შტატივზე დამაგრებულ სხვადასხვა კოლბას, რომელშიც რამდენიმე ცდაა წარმოდგენილი, რითაც მოსწავლეთათვის უფრო საინტერესო და სახალისო მნიშვნელობას იძენს ქიმია.



06-12-2019:   "ციფრული ტაბლო"

ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია რომ ჩავწეროთ არდუინოზე ამისთვის საჭიროა კომპიუტერის საშუალებით შევიყვანოთ მასზე გარკვეული კოდი, ამის შემდეგ არდუინო ელექტრონულ კოდს მექანიკურ მოძრაობაში გადაიყვანს, ხოლო რაც შეეხება არდუინოს იგი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა მოწყობილობებისა და პროგრამული უზრნუველყოფის მარტივად გამოყენებას