პრეზენტაციები და პროექტები
25-05-2022: ქიმიკოსის დღე 2021-2022
ტრადიციისამებრ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში მაისის თვის ბოლოს გაიმართა ქიმიკოსის კლუბ "ვერტყვიჭალელი ქიმიკოსუნების" მიერ სასკოლო პროექტის "გარემო, კლიმატური ცვლილებები და საზოგადოება" პრეზენტაცია, მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწაზე შექმნილ კლიმატურ პრობლემებზე და პრევენციის გზებზე, გარდა ამისა წარმოადგინეს "ქიმიის გაკვეთილი" ცეკვით და ბოლოს ღონისძიება დაასრულეს იმიტირებული ფეიერვერკით.
14-05-2021: ქიმიკოსის დღე 2020-2021
კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსის კლუბ კლდეონის მე-10 და მე-11 კლასების წევრებმა ქიმიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში წარმოადგინეს სხვადასხვა სახალისო აქტივობები: ქიმიის გაკვეთილი მე-11 კლასში ცეკვით, ჩაატარეს ექსპერიმენტები სასარგებლო რჩევებზე, როგორ გავარკვიოთ ზეთი წყლიანია თუ არა, მარილი იოდიზირებულია თუ არა, მოაწყვეს გამოფენა მათ მიერ მიღებული პროდუქტების: სუნამო, კამფეტი, შოკოლადი. უპასუხეს თემატურ კითხვებს ქიმიის პარადოქსებიდან, გამოიცნეს თემატური სიტყვები ხმაურში ტუჩების მოძრაობით, ბოლოს მასწავლებელმა გადასცათ სიგელები სხვადასხვა ნომინაციებში წლის საუკეთესოს შეფასებებით (წლის უარყოფითი იონი, წლის ნეიტრალური ატომი, წლის პრეზენტაცია და ა.შ.) და აუდიტორიასთან ერთად იხალისეს. (იხილეთ ბმული https://photos.google.com/?tab=mq&pageId=none&pli=1)
30-05-2020: ქიმიკოსის დღე 2019-2020
ტრადიციისამებრ, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს გაიმართა ღონისძიებათა კვირეული, რადგანაც ეს პერიოდი პანდემიას დაემთხვა, შესაბამისად ღონისძიებებიც ონლაინ სივრცეში გავმართეთ, სკოლის ქიმიკოსთა კლუბ "ვერტყვიჭალელი ქიმიკოსუნები"-ს მა-10 და მე-11 კლასელმა წევრებმა თავიანთი ვირტუალურ-შემეცნებითი პროექტი "ქიმია...წარსული, აწმყო და მომავალი" პარალელურად ქიმიკოსის დღეს მიუძღვნეს.(იხილეთ ბმული https://drive.google.com/drive/folders/15uoXWSJBHasqQgT756sDE1uz7Z493_i4) https://www.blogger.com/blog/post/edit/2833086688411199643/3906592467586392061