პრეზენტაციები და პროექტები

24-06-2024:   როგორ განვსაზღვროთ ელექტროლიტების რაოდენობა ფორთოხლის წვენსა და სპორტულ სასმელში

ჩვენი კლუბის წევრებმა ელენე ჩიქავა, მამუკა მოლაშხიამ, მარიამ თოდუამ და ნინი ჭანიამ განახორციელეს პროექტი და მულტიმეტრის საშუალებით გამოიკვლიეს ელექტროლიტების რაოდენობა ენერგეტიკულ, სპორტულ სასმელებსა და ხილის ნატურალურ წვენში. აღნიშნული კვლევით მოსწავლეები წარდგენენ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე - ოქროს რიცხვი - 2024.



24-06-2024:   როგორ დავამზადოთ ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალა

ჩვენი კლუბის წევრებმა, ელენე პერტაიამ, დიანა ჭითანავამ და ანანო ბერიშვილმა განახორციელეს პროექტი და დაამზადეს ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალა - ეკომეგობრული პროდუქტების (სახამებელი და ჟელატინი) გამოყენებით. კვლევის პროცესში დააკვირდნენ მასალის დაშლის და პროდუქტის შენახვის ვადებს. აღნიშნული კვლევით მოსწავლეები წარდგენენ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე - ოქროს რიცხვი - 2024.



24-06-2024:   როგორ მივიღოთ პლასტმასი კარტოფილისგან

ჩვენი კლუბის წევრებმა - გიგი მოლაშხიამ, ელენე მესხიამ და ანანო ქადარიამ განახორციელეს პროექტი და კარტოფილისგან გამოყოფილი სახამებლით დაამზადეს პლასტმასი. კვლევის პროცესში შეისწავლეს სხვადასხვა მჟავას და გლიცერინის გავლენა პლასტმასის თვისებებზე. აღნიშნული კვლევით მოსწავლეები წარდგენენ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე - ოქროს რიცხვი - 2024.



24-06-2024:   როგორ დავამზადოთ საპონი სახლის პირობებში

ჩვენი კლუბის წევრებმა - ქრისტინე თორდიამ, ლიზი ჭკადუამ, ნინი ყუფუნიამ და ნინი სოსელიამ განახორციელეს პროექტი და დაამზადეს საპონი სახლის პირობებში ეკომეგობრული პროდუქტების გამოყენებით. კვლევის პროცესში შეისწავლეს საპნის PH -ის ცვლილება სუფრის მარილის ნაჯერის ხსნარით დამუშავებისას. აღნიშნული კვლევით მოსწავლეები წარდგენენ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე - ოქროს რიცხვი - 2024.



18-12-2023:   ადეპტების - პრეზენტაცია

კლუბ ,,ადეპტების" წევრები სტუმრობდნენ ჯიჯი გიმნაზიის კლუბ ,,GG - chemists" წევრებს. სადაც კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ერთმანეთს გააცნებს კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. კლუბ ,,ადეპტების" მომხსენებელი ქრისტინე თორდია.



18-12-2023:   ნობელის პრემიის ქალი ლაურეატები ქიმიაში - ადა იონათი

კლუბ ,,ადეპტების" წევრებმა - ანანო ქადარიამ და ელენე მესხიამ წარმოადგინეს პრეზენტაცია ადა იონათი- ებრაელ კრისტალოგრაფზე ცნობილია თავისი გამოკვლევებით რიბოსომის სტრუქტურაზე. ის არის ჰელენ და მილტონ კიმელმანების ბიომოლეკულური სტრუქტურის ცენტრისა და ვეიზმენის სამეცნიერო ინსტიტუტის ასამბლეის ამჟამინდელი დირექტორი.იონათი არის ასევე პირველი ებრაელი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო



18-12-2023:   ნობელის პრემიის ქალი ლაურეატები ქიმიაში - ფრენცის ჰამილტონ არნოლდი

კლუბ ადეპტების წევრმა დიანა ჭითანავამ წარმოადგინა პრეზენტაცია ნობელის პრემიის ლაურეატ ქალზე - ფრენსის ჰამილტონ არნოლდზე , ამერიკელი ქიმიკოსი ინჟინერი და ნობელის პრემიის ლაურეატი. კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ქიმიური ინჟინერიის, ბიოინჟინერიისა და ბიოქიმიის პროფესორი. 2018 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში ფერმენტების ინჟინერიაში მიმართული ევოლუციის გამოყენების პიონერობისათვის.



18-12-2023:   ნობელის პრემიის ქალი ლაურეატები ქიმიაში - მარია სკლოდოვსკა - კირუი

კლუბ ,,ადეპტების" წევრმა ლიზი ჭკადუამ კლუბის წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია მარია სკლადოვსკაია - კიური. ერთადერთ მეცნიერ ქალზე, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ერთბაშად ორ დისციპლინაში - ქიმიასა და ფიზიკაში. სწორედ მისი გამოკვლევები დაეხმარა ფრანგ მეცნიერ ანრი ბეკერელს 1886 წელს რადიაოქტიური ნივთიერება ურანის აღმოჩენაში.



27-05-2023:   ოქროს რიცხვი - 2023

კლუბ ადეპტების წევრებმა - ქრისტინე თორდიამ და ანანო ბერიშვილმა, ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოადგინეს პოსტერი ,,ეთერზეთების გამოხდა" სურნელოვანი ფორთოხლის ქერქიდან და პიტნისგან.



25-05-2023:   ოქროს რიცხვი - 2023.

კლუბ ადეპტების წევრებმა - დავით კალანდიამ და სესილი აბსავამ -- ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოადგინეს პოსტერი ,,C - ვიტამინის განსაზღვრა ხილსა და ბოსტეულში"



23-05-2023:   ოქროს რიცხვი - 2023

კლუბ ადეპტების წევრებმა - გიგი მოლაშხიამ, ტატა და ვატო ჭკადუებმა, ყოველწლიურ კონფერენციაზე ,,ოქროს რიცხვი 2023" წარმოადგინეს პოსტერი - დნმ - იე გამოყოფა ხილიდან და ბოსტნეულიდან.



22-05-2023:   ოქროს რიცხვი -2023

კლუბ ადეპტების წევრებმა- ნიკოლოზ ჩაჩიბაიამ და ელენე ჩიქავამ მონაწილეობა მიიღეს ყოველწლიურ კონფერენცციაში ,, ოქროს რიცხვი- 2023". მათ წარმოადგინეს პოსტერი თემაზე - ყვავილებიდან სუნამომდე.



03-03-2023:   სიყვარული

კლუბ ,,ადეპტების" წევრმა ქრისტინე თორდიამ წარმოადგინა პრეზენტაცია ,, სიყვარული". მან ისაუბრა სიყვარულზე ქიმიური თვალსაზრისით. მან მსმენელს გააცნო მეცნიერების მოსაზრებები სიყვარულის შესახებ და ისაუბრა ჰორმონებზე, რომლებიც მეცნიერების აზრით იწვევენ ,,სიყვარულს".



27-11-2022:   როგორ დავამზადოთ საპონი სახლის პირობებში

კლუბის წევრების მიერ საპნის დამზადების ანგარიში წარმოადგინა კესო ჭანიამ. საპნის დასამზადებლად გამოყენებულია ეკომეგობრული პროდუქტები : ქოქოსის და ზეითუნის ზეთი, საკვები მარგარინი, საკვები საღებავი, ალოეს ფოთლები, ფორთოხლის ეთერზეთი. ჰიდროლიზი განხორციელდა ტუტე (ნატრიუმის ჰიდროქსიდის) გამოყენებით.



27-11-2022:   თამბაქოს მოხმარების შედეგები

კლუბის წევრმა ელენე ჩიქავამ მოამზადა პრეზენტაცია თემაზე-თამბაქოს მოხმარების შედეგები. თამბაქო მავნებელია ჩვენი ორგანიზმისათვის. ის იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას და კლავს! საზოგადოებისთვის ეს ყოველივე კარგად ცნობილია, მაგრამ უმრავლესობა მათგანი მაინც აგრძელებს ამ ნივთიერების მიღებას. ამიტომ, ამ პრეზენტაციაში კიდევ უფრო უკეთესადაა წარმოდგენილი თუ რაა პრობობლემების წინაშე დგება ადამიანი და ორგანიზმი თამბაქოს მოხმარებისას.



27-11-2022:   ჯანსაღი კვება

კლუბის წევრმა ნიკოლოზ ჩაჩიბაიამ მოამზადა პრეზენტაცია თემაზე-ჯანსაღი კვება. ადამიანი ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებას წყლისა და საკვებისკენ იღებს, ეს პრეზენტაცია დაგეხამარებათ პირველ რიგში მიიღოთ სწორი ინფორმაცია კითხვაზე „რა არის ჯანსაღი კვება" და გაიაზროთ მისი მნიშვნელობა.