პრეზენტაციები და პროექტები
30-11--0001: ,,რატომ ვისწავლეთ ქიმია?,,
ვინაიდან XI კლასის მოსწავლეები უკვე ამთავრებენ ქიმიის კურსის სწავლას და ისინი უკვე დგანან ცხოვრების ახალი გზის გასაყარზე, გადავწყვიტე დავხმარებოდი მომავალში სპეცილაობის ზუსტად არჩევაში, ამიტომ ვესტუმრეთ შსს-ს ექსპერტიზის ბიუროს, სადაც მოსწავლეებს გააცნეს და დაათვალიერებინეს ქიმიური ლაბორატორია და იქ მიმდინარე ანალიზის მეთოდები, როგორიცაა სვეეტის ქრომატოგრაფია გაზური და სითხის ქრომატოგრაფიები, განუმარტეს ამ მეთოდების სიზუსტე, მგრძნობიარობა და სისწრაფე. აგრეთვე ჩაუტარდათ მინი ლექცია ხანძრის დროს განადგურებული შენობა ნაგებობების ექსპერტიზის შესსახებ, საადც აუხსნეს თუ როგორ ხდება ელექტრო სადენით გამოწვეული ხანძრის დადგენა, როგორ ადგენენ რენდგენის სხივის საშუალებით დაზიანებული სპილენძის სტრუქტურას. მოსწავლეებს გააცნეს აგრეთვე ექსპერტიზის სხვა ბევრი მნიშვნელოვანი განხრები, დაათვალიერებინეს მუზეუმი. ამ ღონისძიებამ საკმადო დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეთა შორის, ისინი ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში.
30-11--0001: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტი
გაკვეთილი დავგეგმეთ აღნიშნულ ინსტიტუტთან შეთანხმებით, სადაც X კლასის მოსწავლეებს ლექცია გაკვეტილი ჩაუტარა ქ-მა ლელა მწარიაშვილმა. არნიშნული საკითხი ეხებოდა რადონის ატომის ნახევრად დაშლის რეაქციას, მის უარყოფიტ გავლენას გარემოზე და ადამიანის ორგანიზმზე. ანალიზის მსვლელობა: წყლის ნიმუშებში რადონის შემცველობის დასადგენად გამოყენებული იქნება ალფა-სპექტრომეტრიის მეთოდი. ალფა-სპექტრომეტრიის მეთოდით კვლევების ჩასატარებლად დაგეგმილია თანამედროვე მაღალმგრძნობიარე რადონის ელექტრონული დეტექტორის RAD7 გამოყენება, რომელიც განკუთვნილია გარემოს სხვადასხვა ობიექტში რადიოაქტიური აირების – რადონის (Rn-222) და თორონის (Rn-220) გასაზომად. შედეგების დამუშავება ტარდება პროგრამული უზრუნველყოფით CAPTURE v. 4.4.10. წყლის ნიმუშების აღებისთვის გამოყენებული იქნება 250 მლ მოცულობის სპეციალური მინის კონტეინერები; აღებული ნიმუშები გადატანილ იქნება ლაბორატორიაში რადონის შემცველობის ანალიზისთვის. მოწყობილობაში RAD7 გამოიყენება რადონის დაშლის პროდუქტების, კერძოდ Po–218, Po-2014 და Po-210 ალფა-ნაწილაკების (რომლებიც წარმოიქმნება დაშლის შედეგად) რეგისტრაციის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია მყარტანიანი ნახევარგამტარული სენსორის გამოყენებაზე. წყალში რადონის შემცველობის გასაზომად გამოიყენება პროტოკოლი Wat-250. მეთოდის გაზომვის ცდომილება არ აღემატება ±5%. ხელსაწყო საშუალებას იძლევა გაიზომოს წყალში რადონის აქტივობა 0.2 Bq/L-დან 3.7∙103 Bq/L-მეტი [1].