სიახლები
27-04-2023: საერთაშორისო კონფერენცია მიძღვნილი ისტორიული ბაღების ევროპული დღეებისადმი.
კონფერენცია ითვალისწინებდა მოსწავლეთა მოხსენებებს მდგრადი განვითარების 17 მიზანზე. ეს არის მსოფლიოს 193 ქვეყნის მიერ შემუშავებული გეგმა, რათა 2030 ...
ნანახია 562-ჯერ
პროექტები და პრეზენტაციები
17-02-2023: ნიგოზის ენერგეტიკული ღირებულების განსაზღვრა
მოსწავლეებმა განსაზღვრეს სამი ნიგოზის ლებნის ენერგეტიკული ღირებულება. შეადარეს შედეგები ერთმანეთს. 1 ლებანი დაწვეს ნახევრადღია თუნუქის კოლოფში, მეორე რამდენიმე ნასვრეტიან კოლოფში, ხოლო მესამე ორ ნასვრეტიანში. აღმოჩნდა, რომ მესამე კოლოფში არ წარიმართა სრული წვა ნიგოზის ლებნის, რადგან ჰაერის მიწოდება ნაკლები იყო. გამოყოფილი სითბოს რაოდენობის მიხედვით გამოთვალეს კალორია სამივე ლებანში. მაჩვენებლები ასევე განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
ექსპერიმენტები
21-02-2023: ეგზოთერმული რეაქცია.
მოსწავლეებმა ალუმინის ქილაში, რომელიც შტატივზეა დამაგრებული ჩაასხეს 50 გრამი წყალი. ჩაინიშნეს წყლის ტემპერატურა. მოათავსეს წყალში თერმომეტრი. აიღეს ჩიფსის ფირფიტა, წამოაცვეს სკრეპზე და წაუკიდეს. გამოიყო სითბო, რომელმაც გაათბო წყალი. ჩაიიშნეს წყლის ტემპერატურის საბოლოო მაჩვენებელი. შეიყვანეს მონაცემები საკვლევი ნიმუშის წვისას გამოყოფილი სითბოს გამოსათვლელ ფორმულაში.
ნანახია 1728-ჯერ